ჩემპიონთა ლიგა. III ტური: ჰოლანის დუბლი, მესის გოლი, ხოჭოლავას ავტოგოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, მეორე სათამაშო დღეს, საინტერესო მატჩები გაიმართა.

დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ ინგლისში 0:5 დამარცხდა „მანჩესტერ სიტისთან“. ჰოლანმა დუბლი შეასრულა და მის ანგარიშზე „ქალაქელებში“ 12 შეხვედრაში 18 გოლია. „სიტი“ 9 ქულით ლიდერია, ხოლო „კოპენჰაგენი“ 1 ქულით - აუტსაიდერი.

"რეალმა" საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია "შახტარს". ვინისიუსმა ბოლო 9 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

პსჟ პორტუგალიაში „ბენფიკას“ დაუზავდა (1:1). მესიმ ზედიზედ მეოთხე მატჩში დალაშქრა მეტოქეთა კარი, ამ სეზონში კი კლუბში 13 შეხვედრაში 8 გოლი და 8 საგოლე
გადაცემა მიითვალა.

E ჯგუფი

ზალცბურგი. "რედ ბული"
ზალცბურგი - დინამო (ზ) 1:0
გოლი: ოკაფორი (7, პენ)

ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი"
ჩელსი - მილანი 3:0
გოლები: 1:0 ფოფანა (24), 2:0 ობამეიანგი (56), 3:0 ჯეიმსი (61)

F ჯგუფი

ლაიფციგი. "რედ ბული"
ლაიფციგი - სელტიკი 3:1
გოლები: 1:0 ნკუნკუ (27), 1:1 ჟოტა (47), 2:1 ანდრე სილვა (64), 3:1 ანდრე სილვა (77)

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ"
რეალი - შახტარი 2:1
გოლები: 1:0 როდრიგო (13), 2:0 ვინისიუსი (28), 2:1 ზუბკოვი (39)

G ჯგუფი

მანჩესტერი. "ეტიჰადი"

მანჩესტერ სიტი - კოპენჰაგენი 5:0
გოლები: 1:0 ჰოლანი (7), 2:0 ჰოლანი (32), 3:0 ხოჭოლავა (39, საკ. კარში), 4:0 მარეზი (55, პენ), 5:0 ალვარესი (76)

სევილია. "სანჩეს პისხუანი"

სევილია - დორტმუნდი 1:4
გოლები: 0:1 გერეირო (6), 0:2 ბელინგემი (41), 0:3 ადეიმი (43), 1:3 ენ-ნესირი (51), 1:4 ბრანდტი (75)

H ჯგუფი

ლისაბონი. "და ლუში"
ბენფიკა - პსჟ 1:1
გოლები: 0:1 მესი (22), 1:1 პერეირა (41, საკ. კარში)

ტურინი. "ალიანც სტადიუმი"

იუვენტუსი - მაკაბი 3:1
გოლები: 1:0 რაბიო (35), 2:0 ვლაჰოვიჩი (50), 2:1 დავიდი (75), 3:1 რაბიო (83)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ულამაზესი კომბინაცია და ლეოს ასევე ულამაზესი გოლი! მარამ რად გინდა, შეგვარგო პერეირამ?
გია
10:25 06-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული