ნეაპოლში "აიაქსის" ფანი დაჭრეს - ხვალ "მარადონაზე" საგიჟეთი იქნება

AutoSharing Option
"ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის გასვლითი მატჩის წინ ნეაპოლში "აიაქსის" გულშემატკივარი დაჭრეს.

ნიდერლანდური NU იტყობინება, რომ გუშინ საღამოს ამსტერდამული გუნდის ქომაგს სასტუმროსთან თავს დაესხნენ და დანით დაჭრეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადრე "აიაქსმა" ფანებს თხოვნით მიმართა, ქალაქში კლუბის სიმბოლიკით სიარულისგან თავი შეიკავონ და თამაშზე ბავშვები არ წაიყვანონ.

"ნაპოლისა" და "აიაქსის" მატჩი "დიეგო მარადონაზე" 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ტადიჩი რომ გადამეყაროს, მეც დავჭრიდი...
ანხელი
02:03 12-10-2022
1
დღეს მარადონაზე მართლა საგიჟეთი იქნება და მთავარი " გიჟი " ხომ იცით ვინც იქნება? ეს მოფერებით და დიდი სიყვარულით ისე კი ნაპოლის ფანებმა თამაშის წინ დამაწყნარებელი დალიეთ რომ რამე არ დაიმართოთ ხვიჩას თამაშის შემყურეებმა!
ზაზა
10:07 12-10-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული