ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "იუვენტუსის" ფიასკო - "რეალი" რიუდიგერმა "შახტართან" მარცხისგან 20 ნაკერის ფასად იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში რამდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.

„რეალი“ პოლონეთში“ „შახტართან“ წაგებას კომპენსირებულ დროში რიუდიგერის გოლით გადაურჩა, რომელიც მეკარე ტრუბინს შეეჯახა, სახე დაუზიანდა და შუბლზე 20 ნაკერი დაადეს. „იუვენტუსმა“ ისრაელში „ჰაიფასთან“ მარცხი (0:2) განიცადა და პლეი-ოფში გასვლა ძალიან გაუჭირდება. მესის გარეშე პსჟ-მა სახლში "ბენფიკას" ვერ მოუგო (1:1). ახალი მწვრთნელის, სამპაოლის ხელმძღვანელობით, "სევილიამ" გასვლაზე "დორტმუნდთან" ფრეს მიაღწია - 1:1.

"რეალი" და "მანჩესტერ სიტი" პლეი-ოფში გავიდნენ. "სამეფო კლუბმა" ეს ორი ტურით ადრე მეთორმეტედ შეძლო, რაც რეკორდია. ამას გარდა, ჯგუფური ბარიერი ოცდამეთერთმეტედ გადალახა
- ესეც რეკორდია. ანჩელოტის გუნდი მიმდინარე სეზონში ზედიზედ 13 მატჩში დაუმარცხებელია (11 მოგება და 2 ფრე) და 16 ოქტომბერს ლა ლიგაზე "ბარსელონას" უმასპინძლებს.

E ჯგუფი

მილანი. "სან სირო"
მილანი - ჩელსი 0:2
გოლები: 0:1 ჟორჟინიო (21, პენ), 0:2 ობამეიანგი (34)
გაძევება: ტომორი (18)

ზაგრები. "მაქსიმირი"
დინამო (ზ) - ზალცბურგი 1:1
გოლები: 0:1 ზაივალდი (12), 1:1 ლიუბიჩიჩი (40)

F ჯგუფი

გლაზგო. "სელტიკ პარკი"
სელტიკი - ლაიფციგი 0:2
გოლები: 0:1 ვემერი (75), 0:2 ფორსბერგი (84)

ვარშავა. "იუზეფ პილსუდსკი"
შახტარი - რეალი 1:1
გოლები: 1:0 ზუბკოვი (46), 1:1 რიუდიგერი (90+5)

G ჯგუფი

კოპენჰაგენი. "პარკენი"
კოპენჰაგენი - მანჩესტერ სიტი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: მარეზი (25)
გაძევება: სერხიო გომესი (30)

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი"
დორტმუნდი - სევილია 1:1
გოლები: 0:1 ნიანზუ (18), 1:1 ბელინგემი (35)

H ჯგუფი

ჰაიფა. "სემი ოფერი"
მაკაბი - იუვენტუსი" 2:0
გოლები: 1:0 აცილი (7), 2:0 აცილი (42)

პარიზი. "პარკ დე პრენსი"
პსჟ - ბენფიკა 1:1
გოლები: 1:0 მბაპე (39, პენ), 1:1 ჟოაო მარიო (62, პენ)

მკითხველის კომენტარები / 1 /
არ ვიცი, მოკლეთ ბედის ირონიაა თუ წერა, არც რეალის ფორმაში, არც ბარსა, მილანი, ბაიერნი. მხოლოდ პსჟ და ნაპოლის ნუთუ ფორმაში?
ლაშა
17:30 12-10-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული