ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში "აიაქსთან" საკუთარ მოედანზე მოგებულ მატჩში (4:2) "ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა და როდესაც 77-ე წუთზე შეცვალეს, გულშემატკივრები ფეხზე წამოდგნენ და მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილეს.
ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაზე 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, სულ კი ამ სეზონში ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 13 შეხვედრაში 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.
უეფას ექსპერტთა ჯგუფმა დღევანდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი აღიარა.