"კვარაცხელიასთან ერთად "ნაპოლი" 12 ფეხბურთელით თამაშობს" - "პარმას" ექსდირექტორი

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ "აიაქსთან" ნამატჩევს "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ტელეკომპანია Tele A-ს ეთერში შეაქო.

"მილანი" ლეაუს გარეშე ვერ დაფრინავს, ვერც "ინტერი" ლუკაკუს გარეშე და ჩვენ ყველას მიგვაჩნდა, რომ ასევე იქნებოდა "ნაპოლი" ოსიმენის გარეშე, რომელიც თითქოს გუნდის ერთადერთი შეუცვლელი ელემენტი, ნამდვილი ვარსკვლავი იყო, მაგრამ ეს სიმართლე არ გამოდგა!

"ნაპოლის" შეუძლია მის გარეშე გავიდეს ფონს. შეუცვლელი და ერთადერთი, მართლაც ფუნდამენტური მხოლოდ ერთია: კვარაცხელია! მასთან ერთად "ნაპოლი" 12 ფეხბურთელით 10-ის წინააღმდეგ თამაშობს, ვინაიდან ან ვინმეს გააძევებინებს, ან ყვითელ ბარათებს მიაღებინებს
და მეტოქეები შიშით დაზაფრული ჰყავს. ამას გარდა, ბევრი გოლი გაიტანა და პენალტები მოიპოვა".

მკითხველის კომენტარები / 2 /
წუხელ ხვიჩამ სპექტაკლი შემოგვთავაზოს.ეს არის ფეხბურთის ხიბლი და რომანტიზმი.
ჯუჯი .
11:12 13-10-2022
0
უეფას აღიარებაც მოვიდაა! ვატყობდი ჩვენ ხვიჩას კოჭებში როგორიც იქნებოდა სულ ამაზე ვწერდი ისე აგიხდა ყველაფერი როგორც ეს ახდა ყველა აღირებს რომ ხვიჩა წყვეტს მატჩების ბედს ეს სინამდვილეა მას ხომ ჯერ ერთი თამაშიც კი არ ჩაგდია და არც ჩააგდებს იმიტომ რომ არშეუძლია სათამაშოდ გავიდეს და არ ითამაშოს ეს არის მისი ფენომენი დანარჩენი კი მისი ნიჭისა და ტექნიკის საქმეა ძალიან მალე მე ვხედავ ნამდვილ ტრიუმფს ნაპოლი ხვიჩასთან და მის გარეშე ორი სხვადასხვა გუნდია ასევეა ჩვენი ნაკრებიც ხვიჩას შეუძლია იქაც და აქაც სტიმული მისცეს ყველას რომ მაგრად ითამაშონ ეს ასეც მოხდება ღმერთმა დაგლოცოთ!
ზაზა
09:11 13-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული