გამარჯვებული გუნდის მხრიდან ერთი გოლის ავტორი ჯაკომო რასპადორი გახდა. აღსანიშნავია, რომ ის ალესანდრო დელ პიეროსა და ფაბრიციო რავანელის შემდეგ გახდა მესამე იტალიელი, რომელმაც გოლი ევროპული თასების ზედიზედ 3 შეხვედრაში გაიტანა.
რასპადორი "ნაპოლიში" მიმდინარე სეზონის დაწყების წინ "სასუოლოდან" გადავიდა.