ჩემპიონთა ლიგა. V ტური: მესი ძველებურად ბრწყინავს - "რეალის" დაუმარცხებელი სერია შეწყდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტური გაიმართა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე "ჩელსი", პსჟ, "დორტმუნდი" და "ბენფიკა" გავიდნენ - ადრე პლეი-ოფში "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" გავიდნენ.

„რეალი“, რომელმაც პლეი-ოფის საგზური გასულ ტურში მოიპოვა, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე „ლაიფციგთან“ 2:3 დამარცხდა და დასრულდა მიმდინარე სეზონში მისი 16-მატჩიანი წაუგებელი სერია.

პსჟ-მა სახლში „მაკაბი“ 7:2 გაანადგურა. მესიმ და მბაპემ დუბლი შეასრულეს (ლეომ ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა). მესიმ ამ სეზონში პარიზულ გუნდში 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა.

"იუვენტუსი" "ბენფიკასთან" 3:4 დამარცხდა და
ჯგუფურ ბარიერს ვერ გადალახავს.

E ჯგუფი

ზალცბურგი. "რედ ბული"
ზალცბურგი - ჩელსი 1:2
გოლები: 0:1 კოვაჩიჩი (23), 1:1 ადამუ (48), 1:2 ჰავერცი (64)

ზაგრები. "მაქსიმირი"
დინამო (ზ) - მილანი 0:4
გოლები: 0:1 გაბია (39), 0:2 ლეაო (50), 0:3 ჟირუ (59, პენ), 0:4 ლიუბიჩიჩი (79, საკ. კარში)

F ჯგუფი

გლაზგო. "სელტიკ პარკი"
სელტიკი - შახტარი 1:1
გოლები: 1:0 უაკუმაკისი (34), 1:1 მუდრიკი (58)

ლაიფციგი. "რედ ბული"
ლაიფციგი - რეალი  3:2
გოლები: 1:0 გვარდიოლი (13), 2:0 ნკუნკუ (18), 2:1 ვინისიუსი (44), 3:1 ვერნერი (81), 3:2 როდრიგო (90+4, პენ)

G ჯგუფი

სევილია. "სანჩეს პისხუანი"
სევილია - კოპენჰაგენი 3:0
გოლები: 1:0 ელ-ნესირი (61), 2:0 ისკო (88), 3:0 მონტიელი (90+4)
გაძევება: ხოჭოლავა (90+5)

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი"
დორტმუნდი - მანჩესტერ სიტი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: მარეზი (59)

H ჯგუფი

ლისაბონი. "და ლუში"
ბენფიკა - იუვენტუსი 4:3
გოლები: 1:0 ანტონიო სილვა (17), 1:1 ვლაჰოვიჩი (21), 2:1 ჟოაო მარიო (28, პენ), 3:1 რაფა (35), 4:1 რაფა (50), 4:2 მილიკი (77), 4:3 მაკენი (79)

პარიზი. "პარკ დე პრენსი"
პსჟ - მაკაბი 7:2
გოლები: 1:0 მესი (19), 2:0 მბაპე (32), 3:0 ნეიმარი (35), 3:1 სეკი (38), 4:1 მესი (44), 4:2 სეკი (50), 5:2 მბაპე (54), 6:2 სოლბერგი (67, საკ. კარში), 7:2 სოლერი (84)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხოჭოლავამ რაც გააკეთა, ამაზე კარიერის დისკვალიფიკაცია ეკუთვნის, ძალიან მეწყინა და გამიკვირდა მისგან, ეს რა იყო, ლამის კარიერა დაამთავრებინა ტიპს. დიდ პატივს ვცემდი ამ ბიჭს, მაგრამ წუხანდელის მერე ძალიან შემეცვალა მასზე წარმოდგენა. ეს გარდა იმისა, რომ არასპორტული საქციელია, არაქართული საქციელიც არის. ქართველი ეს არ უნდა იკადროს.
2
ნუ მესის მიერ ლამაზი გოლები არ უნდა გვიკვირდეს! მაგრამ მაინც, ერთმანეთზე უკეთესი შედევრი გოლები, მოდი და ნუ გაიკვირვებ!
თემო
12:52 26-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული