"იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში "ბენფიკასთან" 3:4 დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა.
ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ "იუვენტუსი" მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის გადაყენებას არ აპირებს. კლუბის ხელმძღვანელები ალეგრის საკითხს მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის პერიოდში განიხილავენ.
შემდეგ მატჩს "იუვენტუსი" 29 ოქტომბერს სერია A-ში "ლეჩესთან" გამართავს.