"ნაპოლიმ" პირადი რეკორდი დაამყარა, იტალიური გუნდებიდან კი "მილანისა" და "იუვენტუსის" შედეგი გაიმეორა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში საშინაო არენაზე "რეინჯერსს" 3:0 სძლია.

აღსანიშნავია, რომ ლუჩანო სპალეტის შეგირდებმა ჯგუფში საწყისი 5 ტურიდან ყველა მატჩში მიაღწიეს გამარჯვებას, რითაც იტალიური კლუბებიდან "მილანისა" და "იუვენტუსის" შედეგი გაიმეორეს.

მსგავსი ნიშნული 1992/93 წლების სეზონში "როსონერიმ" დააფიქსირა, "ვეკია სინიორამ" კი ეს 2004/05 წლების სეზონში გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ "ნაპოლიმ" ყველა ტურნირზე ზედიზედ 12 მატჩი მოიგო და ამით პირადი რეკორდი დაამყარა. აქამდე ნეაპოლელებმა გამარჯვებას ისტორიაში ზედიზედ 11 შეხვედრაში 1986 წელს მიაღწიეს, როდესაც გუნდში ლეგენდარული დიეგო მარადონა თამაშობდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
Ელმასის დამსახურება ეს ყველაფერი ელი...
G.LA
27 ოქტომბერი 2022 17:26
24
....
27 ოქტომბერი 2022 23:48
0
მართლა GLA ხარ
მმ
27 ოქტომბერი 2022 23:21
0
ყველა გამოხმაურება
ზდაროვა ბიჭები,დავაი,დავაი!!!
გრუზინი
27 ოქტომბერი 2022 16:49
30
მოგაჯდა კაროვა, ბავშვობაში ასეთი იყო პასუხი
ზდაროვას
27 ოქტომბერი 2022 23:50
0
გტუზინეცი არა შურტვაცა ხარ
გრუზინეცს
27 ოქტომბერი 2022 23:22
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული