"ნაპოლიმ" პირადი რეკორდი დაამყარა, იტალიური გუნდებიდან კი "მილანისა" და "იუვენტუსის" შედეგი გაიმეორა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში საშინაო არენაზე "რეინჯერსს" 3:0 სძლია.

აღსანიშნავია, რომ ლუჩანო სპალეტის შეგირდებმა ჯგუფში საწყისი 5 ტურიდან ყველა მატჩში მიაღწიეს გამარჯვებას, რითაც იტალიური კლუბებიდან "მილანისა" და "იუვენტუსის" შედეგი გაიმეორეს.

მსგავსი ნიშნული 1992/93 წლების სეზონში "როსონერიმ" დააფიქსირა, "ვეკია სინიორამ" კი ეს 2004/05 წლების სეზონში გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ "ნაპოლიმ" ყველა ტურნირზე ზედიზედ 12 მატჩი მოიგო და ამით პირადი რეკორდი დაამყარა. აქამდე ნეაპოლელებმა გამარჯვებას ისტორიაში ზედიზედ 11 შეხვედრაში 1986 წელს მიაღწიეს, როდესაც გუნდში ლეგენდარული დიეგო მარადონა თამაშობდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
Ელმასის დამსახურება ეს ყველაფერი ელი...
G.LA
17:26 27-10-2022
24
ზდაროვა ბიჭები,დავაი,დავაი!!!
გრუზინი
16:49 27-10-2022
30
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული