"ლა ლიგა ყველაზე უარესი არ გახდა" - ამტკიცებს ტებასი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ესპანეთს "რეალის" სახით ერთადერთი წარმომადგენელი ეყოლება. ამაზე "მარკასთან" კომენტარი ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა გააკეთა:

"ნახევარი წლის წინ ტურნირზე ორი ნახევარფინალისტი გვყავდა. ამ პერიოდში საუკეთესოებიდან ყველაზე უარესები არ გავხდით, ეს ასე არაა. დიახ, იმედგაცრუებული ვართ, ეს ბუნებრივია, თუმცა ანალიზისას ისტორიის გათვალისწინებაა საჭირო.

ნუთუ ეს ხუთი წლის განმავლობაში ხდება? ნუთუ ახლახან არ გვყავდა ორი ნახევარფინალისტი, "ოქროს ბურთისა" და Golden Boy-ს პრიზის მფლობელები? ჩვენ არც ისე ძალიან შევიცვალეთ.

მოდით, შეფასებისას უკანასკნელ წლებს გადავხედოთ. მეოცე საუკუნეში ლა ლიგამ 34 ტიტული
მოიგო, პრემიერლიგამ - 13, ლიგა 1-მა - 0, ბუნდესლიგამ - 3 თუ 4.

ბოლო 10 სეზონში ევროპული ჯილდოების 60%-ის მფლობელი ესპანური კლუბები გახდნენ. ნუ ჩავარდებით პანიკაში".

მკითხველის კომენტარები / 1 /
აი რო მოკვდები მალე, მერე ბევრად მეტს მოიგებენ ესპანელები. მესი რონალდოს დამსახურება იყო ეგ და პერესის კიდე. და არა შეიხების მოსყიდული ტებასის რომელიც ყველანაირად ანგრევს ბარსა-რეალს. და შენიღბვისთვის შეიხებს ლანძღავს
0

სიახლეები პოპულარული