ხავიერ ტებასი: ვერ ვიხსენებ, პრემიერლიგის ფეხბურთელმა ბოლოს როდის მოიპოვა "ოქროს ბურთი"

AutoSharing Option
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ესპანური და ინგლისური ლიგები შეადარა.

"ვერ ვიხსენებ, პრემიერლიგის ფეხბურთელმა ბოლოს როდის მოიპოვა "ოქროს ბურთი" (2008 წელს რონალდომ, როდესაც მანჩესტერში თამაშობდა). საუკეთესოები ესპანეთში არიან.

ახლა კი ვკითხულობ, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოს ისევ ესპანეთში თამაში უნდა და ამისათვის მზადაა, იმაზე ნაკლები ხელფასი აიღოს, რასაც პსჟ-ში იღებს", - განუცხადა ტებასმა "მარკას".

2009 წლიდან "ოქროს ბურთის" მფლობელები მხოლოდ ლა ლიგის ფეხბურთელები იყვნენ - რონალდო, ლუკა მოდრიჩი, ქარიმ ბენზემა (ყველა რეალი) და ლეო მესი (ბარსელონა). 2021 წელს მან პრიზი
მაშინ მიიღო, როდესაც პსჟ-ში გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ოქროს ბურთი არ არის სპორტული შედეგი, ეს არის ხმებით და ყველამ იცის რომ არასამართლიანი. სპორტია თუ სილამაზის კონკურის ხმებით რამე წყდებოდეს?
18
ვის რაში აღელვებს ოქროს ბურთს ვის აჩუქებენ, მთავარია მოედანზე ვინ რა ტიტულს მოიგებს
უვიცი
22:09 04-05-2023
14

სიახლეები პოპულარული