ლა ლიგა შეიძლება 28 ოქტომბერს შეაჩერონ

AutoSharing Option
სპორტის შესახებ ახალი წესის გამო ესპანეთის ჩემპიონატი შეიძლება შეაჩერონ, - იტყობინება COPE.

გამოცემის ცნობით, ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა 27 ოქტომბერს პრიმერასა და სეგუნდას კლუბების რიგგარეშე სხდომა დანიშნა, რათა 28 ოქტომბრიდან ჩემპიონატების შეჩერების საკითხი განიხილონ.

მიზეზი ისაა, რომ კლუბები ესპანეთში ახალი წესის შემოღების გამო უკმაყოფილო არიან, რომელიც გუნდების ერთდროულად ეროვნულ ტურნირებზე და სუპერლიგაში შესაძლო მონაწილეობას ითვალისწინებს. ლა ლიგის ხელმძღვანელები შიშობენ, რომ ამის გამო საფრთხის ქვეშ დადგება საინვესტიციო ფონდ CVC-სთან შეთანხმება, რომლის მიხედვით გუნდებმა დაახლოებით ორი მილიარდი ევრო უნდა მიიღონ.

"მუნდო
დეპორტივო" ირწმუნება, რომ ახალი კანონის წინააღმდეგ 42-დან 39 კლუბი გამოდის - მხოლოდ "რეალი", "ბარსელონა" და "ბილბაო" უჭერენ მხარს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული