კლოპი: "ნაპოლი" ფინალში გავა, მაგრამ არ მეშინია

AutoSharing Option
1-ელ ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში, "ნაპოლი" სტუმრად "ლივერპულს" შეხვდება და გაირკვევა, თუ რომელი გუნდი დაიკავებს A ჯგუფში პირველ ადგილს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა უპასუხა კითხვაზე - ეშინია თუ არა მეტოქის:

"ნაპოლისთან" ჩვენს თამაშს დავაკვირდი. ძალიან კარგი გუნდია და ეს მოტივირებულს გვხდის. საინტერესო გამოწვევაა. ახლა მოწინააღმდეგეზე რთულ ვითარებაში ვართ, მაგრამ კი არ მეშინია, არამედ მათთან დაპირისპირებას მოუთმენლად ველი.

თუ ასე გააგრძელეს, ფინალში გავლენ. ამჟამად ეს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ჩვენი სტილი გა
დაიღეს? არა, სპალეტი ძალიან გამოცდილი მწვრთნელია. ამ გამოცდილებითა და რამდენიმე მართლაც სასარგებლო ტრანსფერით განსაკუთრებულად მაღალი დონის გუნდი შექმნეს".

მკითხველის კომენტარები / 18 /
რა ატალანტა რის ატალანტა როგორ შეიძლება ნაპოლის ამხელა ისტოორიის მატარებელ გუნდს გაადარო ბერგამო და ნეაპოლი. ნეაპოლელთა ყურე იყო თავის დროზე ეგ ბერგამო. მოდი ბარემ ანგარიშსაც დავწერ 5 ნოებრისთვის. ატალანტა--- ნაპოლი 2:3 ან 2:4
Sandreksi
15:35 01-11-2022
0
..... თუ ასე გააგრძელეს, ფინალში გავლენოო, ასე სთქვა კლოპმა და არა აპრიორი გავა ფინალშიოო. თუ ასე გააგრძელებენოო.....
ამირანი
15:15 01-11-2022
0

სიახლეები პოპულარული