კვარაცხელიას შეცვლის შემდეგ "ნაპოლიმ" "ენფილდზე" ორი გოლი გაუშვა და სეზონში პირველად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ლივერპულთან“ 0:2 დამარცხდა, თუმცა ნეაპოლურმა გუნდმა A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ხვიჩა კვარაცხელია ურიგოდ არ გაისარჯა, მაგრამ ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.

დებიუტში მასპინძლებმა შეუტიეს, ჯონსმა შანსი ვერ გამოიყენა, საპასუხო იერიშისას კონატემ საჯარიმოში კვარაცხელიას ხელი ჰკრა და წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. აქედან მოყოლებული, თამაში დაწყნარდა, უპირატესობას ვერც ერთი გუნდი ვერ ფლობდა. 30-ე წუთზე „ლივერპულს“ ჰქონდა მომენტი, როდესაც ალკანტარას გატანა მერეტმა არ დაანება.

მიუხედავად იმისა, რომ კლოპის გუნდს ჯგუფში პირველ
ადგილზე გასასვლელად დიდი ანგარიშით მოგება სჭირდებოდა, წინ დიდი ძალებით არ მიდიოდა. 53-ე წუთზე საჯარიმოდან კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთს ოსტიგორმა თავით ალისონის კარში მიუჩინა ადგილი, თუმცა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ ოსიმენმა ხვიჩას პასი გაუკეთა, მის დარტყმულ ბურთს კი ალეკსანდერ-არნოლდისგან რიკოშეტით მეკარე დაეუფლა. 82-ე წუთზე ქართველი შეცვალეს, რის შემდეგაც მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

"ნაპოლიმ" ამ სეზონში პირველი მარცხი განიცადა და შეწყდა მისი გამარჯვებათა 13-მატჩიანი სერია. შემდეგ შეხვედრას ნეაპოლელები 5 ნოემბერს ბერგამოში "ატალანტასთან" გამართავენ.

ლივერპული. "ენფილდი". 50 077 მაყურებელი
ლივერპული - ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 სალაჰი (85), 2:0 ნუნიესი (90+10)

მკითხველის კომენტარები / 61 /
კვარას შეცვლა იყო სპალეტის რაღაც უაზრო პაკაზუხობა და მატრაკვეცობა. სრულიად ლოგიკურად მიიღო გოლი ნაპოლიმ. როგორ შეიძლებოდა, ცხადია იყო სრულიად, რომ გუნდი გადავიდოდა შეტევაზე, წნეხი მოიხსნა სრულად. სპალეტიმ იცის ასეთი უაზრო ამბები და იმედია მიხვდები მის დიდ შეცდომას! უაზროდ გაუფუჭა კაცს მოგებული სერია
კაპიტან გარდენბურგი
02:06 02-11-2022
1
შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ ბევრს, მაგრამ ხვიჩა ნაპოლისთვის არის ერთგვარი თილისმა. არ იქნება ხვიჩა?-არ იქნება მოგება. წერტილი.
ლაშა-გიორგი
02:18 02-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული