დიდი აღიარება - ორმა გამოცემამ კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

AutoSharing Option
„ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია Eurosport-მა და 365scores-მა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

Eurosport-ის ვერსიით საუკეთესო თერთმეტეული: მინოლე, დი ლორენცო, კიმიჰი, კანსელო, ბარელა, ვალვერდე, ბელინგემი, რაფა სილვა, კვარაცხელია, სალაჰი, მბაპე

Eurosport-ის ვერსიით საუკეთესო თერთმეტეული: დიეგო კოსტა, კანსელო, რიუდიგერი, ბასტონი, პავარი, ბელინგემი, ვალვერდე, კვარაცხელია, მესი, სალაჰი, მბაპე

კვარაცხელიამ ჯგუფურ ეტაპზე 5 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი გააკეთა და 1 პენალტი მოიპოვა.

ხვიჩამ მეტოქის კარისკენ 22-ჯერ დაარტყა, რაც ჯგუფურ ეტაპზე ლევანდოვსკისა და ვინისიუსის შემდეგ მესამე შედეგია (25-25).

მკითხველის კომენტარები / 10 /
მართლაც ძალიან მაგარი აღიარებაა. წარმატებები ჩვენ კვარას.
თემური
04 ნოემბერი 2022 12:50
0
მესის რომ ყველგან ტენიან.იუვესთან საერთოდ არაფერი გაუკეთებია.ეტყობა კიდევ აპირებს ოქროს ბურთის ყიდვას.ნამუსი შეაწუხებს თუ სინდისი.
სირცხვილია
04 ნოემბერი 2022 11:14
34
ამაშია გამოდი გიცანით... ისე ვაჭკაცურად, მართლა გგონია, რომ ოქროს ბურთი იყიდება და რონალდუს უბრალოდ ფული დააკლდა მესის რომ დაწეოდა? )))))
კომიკურო
06 ნოემბერი 2022 11:18
0
დაბერდა ბიჯო, დაბერდა! 4 წლის წინ რომ მაგარი იყო, და უფრო ადრე, კიდე უფრო მაგარი, ეს ვიცით, მაგრამ ახლა ოქროს ბურთი და სიმბოლურებში ადგილი, უკვე მარაზმია. კოპა ამერიკას მოგება რომ შველოდეს, ჩილემ ზედიზედ ორჯერ მოიგო და მაშინ ალექსის სანჩესსაც უნდა მოეგო ოქროს ბურთი.
ციციკორე
05 ნოემბერი 2022 00:22
1
ყველა გამოხმაურება
მაგარიაა ! ასეთი პოპულარული გამოცემების აღიარება პატარა საქმე არაა ! ისე კორეელი კიმიც უნდა შეეყვანათ
zura222
04 ნოემბერი 2022 05:09
0
დავიჯერო დღეს ჰოლანდი არ სჯობია სალაჰს?
დავით 67
04 ნოემბერი 2022 02:42
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული