
„ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია Eurosport-მა და 365scores-მა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
Eurosport-ის ვერსიით საუკეთესო თერთმეტეული: მინოლე, დი ლორენცო, კიმიჰი, კანსელო, ბარელა, ვალვერდე, ბელინგემი, რაფა სილვა, კვარაცხელია, სალაჰი, მბაპე
Eurosport-ის ვერსიით საუკეთესო თერთმეტეული: დიეგო კოსტა, კანსელო, რიუდიგერი, ბასტონი, პავარი, ბელინგემი, ვალვერდე, კვარაცხელია, მესი, სალაჰი, მბაპე
კვარაცხელიამ ჯგუფურ ეტაპზე 5 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი გააკეთა და 1 პენალტი მოიპოვა.
ხვიჩამ მეტოქის კარისკენ 22-ჯერ დაარტყა, რაც ჯგუფურ ეტაპზე ლევანდოვსკისა და ვინისიუსის შემდეგ მესამე შედეგია (25-25).