ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: პავარის გაძევება, მბაპეს ორი არჩათვლილი გოლი და პსჟ-ის "ბაიერნთან" მარცხი - "მილანმა" "ტოტენჰემს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი ორი 1/8-ფინალური მატჩი ჩატარდა.

„ბაიერნი“ გასვლაზე პსჟ-სთან უპირატესობას ფლობდა და 53-ე წუთზე ლოგიკურად კომანმა დააწინაურა. მორიგი შეტევისას ჩუპო-მოტინგს გატანა მეკარე დონარუმამ არ დაანება. მასპინძელთა თავდამსხმელები მესი და ნეიმარი ხიფათის შექმნას ვერ ახერხებდნენ. მეორე ტაიმში შეცვლაზე მბაპე შევიდა, რომელსაც ბარძაყის ტრავმის გამო 1-ელი თებერვლის შემდეგ არ უთამაშია და სიტუაცია შეიცვალა. მან ორჯერ გაიტანა, მაგრამ ორივეჯერ თამაშგარე დაფიქსირდა. პარიზელებმა ინიციატივა საბოლოოდ ხელთ იგდეს. მესის დარტყმული ბურთი პავარმა დაბლოკა. კომპენსირებულ დროში საჯარიმოსთან პავარმა მესი წააქცია, გააძევეს, თუმცა მისმა გუნდმა გამარჯვება
მოიპოვა.

„მილანმა“ სახლში „ტოტენჰემი“ დაამარცხა და წარუმატებელი სერიის მერე ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა - ისევ 1:0. თანაც, პლეი-ოფში ბოლო 10 წელიწადში პირველად იმარჯვა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრები 9 მარტს გაიმართება.

- "ბაიერნი" ბოლო 20 მატჩში დაუმარცხებელია - 16 მოგება და 4 ფრე.
- პსჟ-მა 2020 წლის შემდეგ პირველად განიცადა ზედიზედ სამი მარცხი.
- პსჟ-ის 16 წლის ნახევარმცველი უორენ ზაირე-ემერი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც პლეი-ოფში სასტარტოში დააყენეს. ის 57-ე წუთზე შეცვალეს.
- "მილანმა" ისტორიაში "ტოტენჰემს" პირველად სძლია - აქამდე ორჯერ დაუზავდა და ოთხჯერ წააგო.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“. 46 435 მაყურებელი
პსჟ - ბაიერნი 0:1
გოლი: 0:1 კომანი (53)
გაძევება: პავარი (90+2)

მილანი. „სან სირო“. 74 320 მაყურებელი
მილანი - ტოტენჰემი 1:0
გოლი: ბრაიმ დიასი (7)

მკითხველის კომენტარები / 9 /
თან ბაიერნი 10 კაცით თამაშობდა, სანე მკვდარია და ბოლო წუთამდე არ გაიყვანა. გაყვითლებული პავარი დატოვა და კინაღამ წააგო თამაში თავისი სულელური შეცვლებით ნაგელსმანმა. ბაიერნს უფრო დიდი ტრენერი რომ ყავდეს გაგუდავდა პსჟ-ს
Bayern
02:29 15-02-2023
7
baierni aris udidesi gundi da iqneba koveltvis
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული