"მას თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია" - ანჩელოტიმ, მისი აზრით, მსოფლიოში ყველაზე საშიში ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში გასვლაზე "ლივერპული" 5:2 გაანადგურა, რაც დიდწილად გუნდის შემტევის, ვინისიუსის დამსახურებაა, რომელმაც დუბლი მიითვალა და შედეგიანი გადაცემაც გააკეთა, რის გამოც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს .

ეს გარჯა თავის შეგირდს არც "სამეფო გუნდის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დაუკარგა, რომელმაც "ენფილდური" მატჩის შემდეგ ბრაზილიელს კომპლიმენტები უძღვნა:

"ვფიქრობ, დღეს მსოფლიოში ყველაზე საშიში მოთამაშეა. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეხვედრის ბედის გადაწყვეტა შეუძლია", - თქვა ანჩელოტიმ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვინისიუსის ამჟამინდელი ფორმიდან გამომდინარე, ნამდვილად ადრეა ჯერჯერობით ხვიჩას რეალში გადასვლა. ამ ეტაპზე, უნდა დარჩეს ნეაპოლში, უფრო მეტად მოუმატოს და დაელოდოს მოვლენების განვითარებას. ამის შემდეგ კი, იმედია რომ ვინისიუსიც მოუკლებს და ხვიჩასაც თავისი ოცნების ასრულების შესაძლებლობა მიეცემა
სიმართლე
23 თებერვალი 2023 11:27
2
ანჩელოტის პირადი დამსახურებაა ვინისიუსის პროგრესი, ვისაც გახსოვთ ზიდანი არ აყენებდა ხოლმე ძირითადში და აზარს ამჯობინებდა, ფეხბურთელის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ მწვრთნელთან მოხვდები.
მამუკა
22 თებერვალი 2023 20:43
0
მართლაც ბრწყინვალედ ითამაშა.ბავშვი მიიყვანეს და ვარსკვლავად გამოზარდეს.
სოსო
22 თებერვალი 2023 16:30
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული