"მას თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია" - ანჩელოტიმ, მისი აზრით, მსოფლიოში ყველაზე საშიში ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში გასვლაზე "ლივერპული" 5:2 გაანადგურა, რაც დიდწილად გუნდის შემტევის, ვინისიუსის დამსახურებაა, რომელმაც დუბლი მიითვალა და შედეგიანი გადაცემაც გააკეთა, რის გამოც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს .

ეს გარჯა თავის შეგირდს არც "სამეფო გუნდის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დაუკარგა, რომელმაც "ენფილდური" მატჩის შემდეგ ბრაზილიელს კომპლიმენტები უძღვნა:

"ვფიქრობ, დღეს მსოფლიოში ყველაზე საშიში მოთამაშეა. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეხვედრის ბედის გადაწყვეტა შეუძლია", - თქვა ანჩელოტიმ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მართლაც ბრწყინვალედ ითამაშა.ბავშვი მიიყვანეს და ვარსკვლავად გამოზარდეს.
სოსო
16:30 22-02-2023
2
ანჩელოტის პირადი დამსახურებაა ვინისიუსის პროგრესი, ვისაც გახსოვთ ზიდანი არ აყენებდა ხოლმე ძირითადში და აზარს ამჯობინებდა, ფეხბურთელის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ მწვრთნელთან მოხვდები.
მამუკა
20:43 22-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული