„მანჩესტერ სიტი“ მარეზის გოლით ამარცხებდა სტუმრად „ლაიპციგს“, მაგრამ მეორე ტაიმი გერმანულმა გუნდმა უკეთ ჩაატარა და ფრეს მიაღწია - 1:1.
ლუკაკუმ, რომელსაც ოქტომბრის შემდეგ არ ჰქონდა გოლი გატანილი, ზედიზედ მეორე მატჩში დალაშქრა მეტოქეთა კარი და სახლში „ინტერს“ „პორტუსთან“ გამარჯვება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ოტავიოს გაძევების გამო პორტუგალიური გუნდი 78-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.
. „სიტის“ მწვრთნელმა გვარდიოლამ არცერთი შეცვლა არ
. „ქალაქელთა“ თავდამსხმელმა ჰოლანმა ბოლო 6 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.
. მარეზი მეხუთე აფრიკელი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 20+ გოლი გაიტანა.
ლაიპციგი. „რედ ბული“
ლაიფციგი - მანჩესტერ სიტი 1:1
გოლები: 0:1 მარეზი (27), 1:1 გვარდიოლი (70)
მილანი. „სან სირო“
ინტერი - პორტუ 1:0
გოლი: ლუკაკუ (86)
გაძევება: ოტავიო (78, პორტუ)