ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიპციგმა" "სიტისთან" ფრეს მიაღწია - "ინტერმა" "პორტუს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ორი პირველი მერვედფინალური მატჩი გაიმართა.

„მანჩესტერ სიტი“ მარეზის გოლით ამარცხებდა სტუმრად „ლაიპციგს“, მაგრამ მეორე ტაიმი გერმანულმა გუნდმა უკეთ ჩაატარა და ფრეს მიაღწია - 1:1.

ლუკაკუმ, რომელსაც ოქტომბრის შემდეგ არ ჰქონდა გოლი გატანილი, ზედიზედ მეორე მატჩში დალაშქრა მეტოქეთა კარი და სახლში „ინტერს“ „პორტუსთან“ გამარჯვება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ოტავიოს გაძევების გამო პორტუგალიური გუნდი 78-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრები 15 მარტს ჩატარდება.

. „სიტის“ მწვრთნელმა გვარდიოლამ არცერთი შეცვლა არ
განახორციელა.
. „ქალაქელთა“ თავდამსხმელმა ჰოლანმა ბოლო 6 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.
. მარეზი მეხუთე აფრიკელი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 20+ გოლი გაიტანა.

ლაიპციგი. „რედ ბული“
ლაიფციგი - მანჩესტერ სიტი 1:1
გოლები: 0:1 მარეზი (27), 1:1 გვარდიოლი (70)

მილანი. „სან სირო“

ინტერი - პორტუ 1:0
გოლი: ლუკაკუ (86)
გაძევება: ოტავიო (78, პორტუ)

მკითხველის კომენტარები / 6 /
იმედია კილიან მბაპეს უამრავ გოლებს ვნახავთ ბავარიის, სიტის და რეალის კარებში. შარშან ხო მოუგო 3-2 ბავარიას გერმანიაში ეხლა უნდა გავიმეოროთ.
დე პაღის
11:01 23-02-2023
5
პსჟ ჯერ ბავარიას გააგდებს(იმედია)და მერე მადრიდელებს და სიტიელებს მოგხედავენ. რა მაგარია რეალი შარშან კარის მიმართულებით არ დაარტყმევინა პსჟ-მ და მადრიდში მსაჯების ახვრობით წააგებინეს.(ძალათი)ბარსელონას მერე თქვენც მოგადგებიან რამდენი გადაუხადა ბოზმა პერესმა მსაჯებს. ხოლო სიტიმ მართლა კაცურად მოუგო პსჟ-ს, მარა ბავარიის მერე სამიზნეში ესენი იქნებიან.
დე პაღის
10:59 23-02-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული