ლონდონში საცობების გამო „დორტმუნდს“ სტადიონზე მისვლა დააგვიანდა და მატჩის დაწყება 10 წუთით გადაიდო. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. სტერლინგმა მასპინძლები 43-ე წუთზე დააწინაურა და ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში გათანაბრდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ჩილელის მიერ ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში ხელზე ვოლფს მოხვდა. მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა. ჰავერცის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, მაგრამ არბიტრმა ჩათვალა, რომ წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი (გერმანელმა ფეხბურთელებმა დროზე ადრე შეირბინეს საჯარიმოში) და
კაიმ მეორე ცდიდან გაიტანა. „ბორუსიამ“ საპასუხოდ დიდი ძალებით შეუტია, მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდა, რომელიც ბელინგემმა ვერ გამოიყენა და "ჩელსიმ" გაიმარჯვა.
„ბენფიკას“ „ბრიუგე“ ბელგიაში 2:0 ჰყავდა დამარცხებული, ხოლო სახლში 5:1 გაანადგურა.
ჩელსი - დორტმუნდი 2:0
გოლები: 1:0 სტერლინგი (43), 2:0 ჰავერცი (53, პენ)
ლისაბონი. „და ლუში“. 60 960 მაყურებელი
ბენფიკა - ბრიუგე 5:1
გოლები: 1:0 რაფა სილვა (38), 2:0 გონსალუ რამუში (45), 3:0 გონსალუ რამუში (57), 4:0 ჟოაუ მარიო (71, პენ), 5:0 ნერესი (77), 5:1 მეიერი (87)
ვინ მიასუნინებს აბრამოვიჩის ყოფილ გუნდს ფინალამდე?