მათეუსის აზრით, "ნაპოლი" მეოთხედფინალში "ბაიერნისთვის" ყველაზე რთული მეტოქე იქნება

AutoSharing Option
გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ლოთარ მათეუსი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში "აინტრახტს" "ნაპოლისთან" შანსი არ აქვს.

"პარასკევს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის კენჭისყრა ჩატარდება და ვფიქრობ, "ბაიერნს" არავის შიში არ უნდა ჰქონდეს. ყველაზე არასასიამოვნო მეტოქე შეიძლება "ნაპოლი" იყოს, რომელიც სერია A-ში ისე თამაშობს, თითქოს იქ მეტი სხვა გუნდი არაა და 18 ქულით დაწინაურდა.

ფრანკფურტში მათ დაამტკიცეს, რომ სტუმრადაც მოგებაზე თამაშობენ. შესანიშნავი და ენთუზიაზმით სავსე ფეხბურთელები ჰყავთ. მე მივიჩნევ, რომ "ბაიერნისთვის" უკეთესი იქნება, მაგალითად, "ჩელსის" შეხვდეს, ვიდრე "ნაპოლის". სამწუხაროდ, "აინტრახტს", იმის გათვალისწინებით,
რომ კოლო მუანი არ ეყოლება და პირველი შეხვედრა 0:2 წააგო, შანსი არ აქვს", - წერს მათეუსი Sky Sport-ის სვეტში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ამ წელს ოქროს ბურთი უკვე დაჯავშნილია და ის მესის გადაეცემა სულ რომ აღარც ითამაშოს და ფეხბურთს დაანებოს თავი
მაროკო
15 მარტი 2023 09:31
3
სიტი მანქანაა. ჰოლანდი ყველგან ასწრებს.ვინ უნდა შეაჩეროს?
ჯუჯი
15 მარტი 2023 06:39
1
კენჭისყრა იქნება ეგეთი: სიტი-ბენფიკა, რეალი-მილანი, ჩელსი-ნაპოლი, ბაიერნი-ინტერი…!!!ნახევარფინალები კი იქნება ეგეთი: სიტი-რეალი და ნაპოლი-ბაიერნი …!!! ფინალი კი ….სიტი-ნაპოლი …)))
მდაა
15 მარტი 2023 04:06
3
ბარემ გამარჯვებულიც დაგეწერა. დამაკლდა პროგნოზი. თუმცა ყველამ ვიცით რიმ ნაპოლი მოიგებს. ჩვენია და ასე გვინდა
ვანჩოპე
15 მარტი 2023 09:08
0
ხვიჩა ბაიერნის დაცვას გაჩენის დღეს აწყევლინებს,თუ არადა ნახავთ,ნეტა მართლა ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს,მაგარი თამაში გამოვა,ნაპოლი გაიმარჯვებს!!! დამიჯერეთ,დაიჯერეთ!!!
ზაზა
14 მარტი 2023 23:35
7
ბაიერნი ფინალში მინდა დესერტად...
ზაზა
14 მარტი 2023 23:31
4
პსჟ-ბაიერნის კენჭისყრის შემდეგ დავწერე რომ სამწუხარო იყო მესისთან ერთად ხვიჩას შანსი აღარ ექნება შეხვდეს მეთქი. ვფიქრობ რეალი ფინალამდე რომ შეგვხვდეს უკეთესი იქნება. რეალი ფინალისტაა და დიდი გამოცდილება აქვს. 1/4 ფიმალში მე სიტის ვამჯობინებ და 1/2 ფინალში რეალს. ხვიჩა ჰალანდის სანაკრებო დული საკლუბოდაც ხვიჩამ უნდა მოიგოს. ოქროს ბურთზე უნდა ვიოცნებოთ და ეს გზა ხვიჩამ უნდა დაძლიოს ფინალამდე. მესი და მბაპე ლიგაზე აღარ არინ და შანსი ჩდება უკვე.
G.LA
14 მარტი 2023 23:31
4
თუ კენჭისყრამ ბაიერნს შეახვდრა, დაე შეხვდეს. ვნახოთ ერთ გერმანელთა ნაქები  მუსიალა მივა თუ არა კვარასთან?!
ლაშა
14 მარტი 2023 22:29
1
დიდი ფეხბურთელი იყო მათეუსი. პროგნოზიც სწორია. იმედია ფინალამდე არ გადაეყრებიან ერთმანეთს
ვანჩოპე
14 მარტი 2023 22:24
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული