ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ჰოლანის პენტა-თრიკი - "სიტი" და "ინტერი" შემდეგ ეტაპზე გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა და ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა.

„სიტიმ“ გასვლაზე ფრედ დასრულებული შეხვედრის (1:1) შემდეგ საკუთარ მოედანზე წვიმიან ამინდში „ლაიფციგი“ გაანადგურა (7:0) და ზედიზედ მეექვსედ გავიდა მეოთხედფინალში. ჰოლანმა 5-ჯერ დალაშქრა ბლასვიხის კარი და მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე „ქალაქელთა“ რიგებში 36 შეხვედრაში 39 გოლია. ის მწვრთნელმა გვარდიოლამ 63-ე წუთზე შეცვალა, თორემ ვინ იცის, კიდევ რამდენს გაიტანდა და ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა - როგორ შეაჩერებენ გიგანტურ ნორდს საქართველოს ნაკრების ნელი მცველები?

„ინტერმა“ დაამარცხა რა
სახლში „პორტუ“ (1:0), სტუმრად სასურველ ფრეს პრაგმატული თამაშით გაჭირვებით მიაღწია და 11 წლის მერე პირველად გავიდა 1/4-ფინალში. არადა, მასპინძლებმა კომპენსირებულ დროში ორჯერ გაარტყეს ბურთი ძელს და მატჩის ექსტრა-ტაიმში გადაყვანასთან ახლოს იყვნენ.

მანჩესტერი. „ეტიჰადი“. 52 038 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ლაიფციგი 7:0
გოლები: 1:0 ჰოლანი (22, პენ), 2:0 ჰოლანი (24), 3:0 ჰოლანი (45+2), 4:0 გიუნდოგანი (49), 5:0 ჰოლანი (54), 6:0 ჰოლანი (57), 7:0 დე ბრუინი (90+2)

პორტუ. „დრაგაო“. 48 015 მაყურებელი
პორტუ - ინტერი 0:0
გაძევება: პეპე (90+7)

მკითხველის კომენტარები / 30 /
სამარცხვინო თამაში სამარცხვინო მსაჯობით.
გიო
15 მარტი 2023 12:09
3
დავწერე: ხვიჩა 6 გოლს გაიტანს EintrachtFrankfurt-ის კარში.
მივიღე: 14 Dislike-ი.
თუ გაიტანს 6 ან 7 გოლს, ვინც Dislike-ი გაიმეტა, მოდით ხვალ და ბოდიში მოიხადეთ.
ქ. გ.
15 მარტი 2023 12:08
4
არც ეგ პოსტი მინახია და შესაბამისად,არც დისლაიქი დამიწერია,მაგრამ ხვიჩამ 5 გოლი გაიტანოს და ჩემდა თავად,ბოდიშსაც მოგიხდი,მადლობასაც გადაგიხდი და "პარტიულ დავალებასაც" მოგცემ,ნორვეგიასთან არც 5 გოლი მინდა,ორივე თამაში მოგვაგებინოს და ამასაც ჩაგითვლით,ორივეს.მიდი ძმაო!იმ მამალივით,მეორედაც დაიყივლე და იქნებ გაამართლოს!
სოსო
15 მარტი 2023 16:33
0
აი 8 რომ დაგეწერა არ დაგიწერდნენ დისლაიქებს. ხვიჩას არაფერი არ სჭირს სხვისი შესაჯიბრებელი. ის თავის ფეხბურთს თამაშობს, არც შედის მის ფუნქციაში ბევრი გოლების გატანა. ის იმდენად კარგია რომ უგოლოდაც ანიჭებს საზოგადოებას სიამოვნებას. 6 და 7 გოლი ლიგაზე.ეს არ მოხდება არასდროს არავის მიერ.
დავით 67
15 მარტი 2023 16:15
1
თუ ნორვეგიასთან შეხვედრაში ჩაკვეტაძე იქნება ფორმაში მას შეეძლება თამაშზე დიდი გავლენა იქონიოს, ცხადია ხვიჩაზე დიდი პრესინგი იქნება.
ჰოლანდი? მისი განეიტრალება რთულია, მაგრამ აქ ხოჭოლავას და საზანოვს ექნებათ მაგარი შანსი დაამტკიცონ თავისი სიძლიერე.
ხო, ნორვეგიელები ძლიერები არიან, მაგრამ რომ ჩაუკვირდე დღესდღეობით მაგათზე მეტი თუ არა ნაკლებიც არ ვართ. მე ეგრე ვფიქრობ...
წარმატებები ბიჭებს!
თემური
15 მარტი 2023 11:54
1
VAR იყოს თუნდაც, თუ მიკერძოება უნდა მსაჯს ხელი მაინც არ შეეშლება: პენალტი მოიგონა, მაგრამ ყველაზე სამარცხვინო იყო სიტის მეკარეს ყვითელიც კი არ აჩვენა და აქეთ ლაიფციგი დასაჯა. მასეთი მომენტში 99% აგდებენ მოთამაშეს და საჯარიმოში თუ ხდება 100% ყველა პენალტსაც ნიშნავს. პ.ს. ჰოლანდის 5 გოლით ვინც მოიხიბლა და ოქროს ბურთის მთავარი კანდიდატი გონია: 5 გოლიდან 1 პენალტი და 4 გადმოვარდნილზე დამატება, თუ ამისთვის უყურებთ ფეხბურთს,ინძაგი ყოფილა თქვენთვის ყველა დროის საუეთესო ფეხბურთელი.
???
15 მარტი 2023 11:53
1
ამ ტერმინატორს უნდა აეკრძალოს ფეხბურთის თამაში:) რაც ეს გადავიდა სიტიში მის მერე არ ვუყურებ ამ გუნდის თამაშს :)
რობი
15 მარტი 2023 11:41
6
პორტო - ინტრერის მსაჯი, მარცინიაკი იყო თუ ვიღაც სიმონი. რამდენი ჯარიმა არ დანიშნა. ასეთი მსაჯების ბრალია, ფეხბურთელებს რომ ამტვრევენ. ნაღდად მეშინია ნაპოლის თამაში არ იმსაჯოს, ნაღდათ დაამტვრევინებს კვარაცხელიას.
alexandre
15 მარტი 2023 11:36
1
სიტის ჩაწყობა რაში გაღელვებთ კი მაგრამ, ეგ ჰოლანი ჩვენთან რომ ჩამოდის ეგაა სადარდებელი, რაღა ახლა გაეხსნა ფრთები
nika
15 მარტი 2023 10:42
0
თითო გოლზე საკმაოდ მაღალ პრემიალურებს უხდიან და იმიტომ, გეყოფა შე მამაძაღლოო.
buxo
15 მარტი 2023 10:14
0
კარგი რა ჰოლანდ! ნამუსი იქონიე! აქ, რო ჩამოხვალ კაშია მოგხედავს!
მწვრთნელი
15 მარტი 2023 10:03
2
რონალდოსაც აქვს გატანილი 5გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
რომ იცოდეთ
15 მარტი 2023 09:48
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული