ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისა" და "აინტრახტის" მატჩის წინ ქალაქში არეულობაა - მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების მიზნით გერმანელ ულტრასებს თამაშზე დასწრების ნება არ დართეს, მათი ნაწილი მაინც ჩავიდა ნეაპოლში, სადაც ტიფოზებთან დაპირისპირებები მოხდა.
ფრანკფურტელმა ფანებმა დილიდან ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. მათ "ატალანტას" გულშემატკივრები შეუერთდნენ, ტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერეს და შეტაკებებს აქვს ადგილი. ქუჩებში დამტვრეულია ავტომობილები, ისმის აფეთქებების ხმები და ხანძარია.
"კორიერე დელო სპორტი" იტყობინება, რომ ქუჩები საბრძოლო მოქმედებების ადგილად გადაიქცა. პოლიცია წესრიგის დამყარებას და ქალაქიდან დაუპატიჟებელი სტუმრების გაყვანას ცდილობს. ქალაქის მერი გაეტანო მანფრედი პირადად ხელმძღვნელობს ვითარების დასტაბილურებას.
ადგილობრივი გამოცემების ცნობით, სიტუაციის გაუარესებაა მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული, მატჩი საერთოდ არ გაიმართოს, რადგან შეიძლება ფანებმა სტადიონზე ძალით შეღწევა სცადონ.
მაგრამ იმედები გაგიცრუვდება რომ გაიგებ რომ საქართველოში 1 % ფიქრობს შენსავით !! დედა რუსეთი გენაცვალოს :)