კარაგერი დღეს "ლივერპულის" თამაშს კვარაცხელიას გამო არ უყურებს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა, რომელიც ამჟამად საფეხბურთო მიმომხილველია, CBS Sports-ის ეთერში განაცხადა, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე თავისი მშობლიური გუნდის "რეალთან" მატჩს კი არა, "ნაპოლისა" და "აინტრახტის" შეხვედრას უფრო უყურებს და ამის მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიაა.

კარაგერის თქმით, ორივე მატჩი ერთ დროს დაიწყება, მისთვის გაცილებით უფრო საინტერესო მაღალი კლასის "ნაპოლის" თამაშის ცქერაა და "არსენალის" მწვრთნელ მიკელ არტეტას ურჩია, ქართველს დააკვირდეს:

"მეთოფეები" წარმოუდგენლად ძლიერია, მაგრამ კვარაცხელია გუნდის შემადგენლობის სიღრმეს სხვა სიმაღლეზე გაიყვანდა.

არტეტა დღეს კვარაცხელიას უნდა დააკვირდეს, მაგრამ სხვა საკითხია, შეძლებს თუ
არა "არსენალი" მის გადაბირებას. თუ ეს მოახერხეს, პრემიერლიგაში ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს მიიყვანენ. გასულ კვირაში ვთქვი, რომ ის ევროპაში ყველაზე საინტერესო ფეხბურთელია და მე ამის მართლაც მჯერა. საუკეთესო არაა - თვალწარმტაცია. სრულიად უცნობი მივიდა "ნაპოლიში" და მისი ყურებისას ყოველთვის სიამოვნებას ვიღებ, ისევე, როგორც გასულ უქმეებზე, როდესაც გასაოცარი გოლი გაიტანა.

ამ ზაფხულს კვარაცხელიას, ვიქტორ ოსიმენის და კიმ მინ ჟეს მიმართ უეჭველი დიდი დაინტერესება იქნება. როგორც ცნობილია, იტალიურ კლუბებთან ტრანსფერებზე მოლაპარაკებების წარმოება რთულია და საინტერესოა, "ნაპოლი" რომელიმე ფეხბურთელის გაყიდვაზე თუ დათანხმდება. მათ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი გუნდი შექმნეს და არცერთ მოთამაშესთან განშორების სურვილი არ ექნებათ, თუ მათში ასტრონომიული თანხა არ შესთავაზეს".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯეიმ არაფერსაც არ ინანებთ პირიქით ისიამოვნებთ ხვიჩას თამაშით!
ზაზა
21:20 15-03-2023
0
მგონი კარაგერიც და ჩვენც ტყუილად ველოდებით ამ თამაშს --ეხლა პირდაპირ ეთერში ვუყურებ ნაპოლის ტელე არხს და მაგარი არეულობაა ნეაპოლში გერმანიიდან ჩავიდნენ მოფაშისტო ელემენტები ასამდე ჩფბსკვნილი გასიებული თავგადაპარსული მუტრუკი შავ კურტკებში და წვავენ მანხანებს ამტვრევენ ყველაფერს (სხვა გერმანელი ჩასულებიც მიეხმარნენ) და წამყვანმა თქვა--ნაპოლის ხელმძღვანელობამ უეფაში საჩივარი გაგზავნა და მოითხოვა აინტრახტს ტექნიკური წაგება (0-3) ჩაუთვალონო ! და ეხლა პასუხს ელოდებიან
zura222
21:01 15-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული