"რა შეგრძნებაა, რომ ისტორია დავწერეთ? ნამდვილად შესანიშნავია და გულშემატკივრებთან ერთად ყველანი აღფრთოვანებული ვართ. ახლა აუცილებელია კონცენტრაცია შევინარჩუნოთ და საქმისადმი ჩვენი მიდგომა არ შევცვალოთ. დღეს ვერ ვაჩვენეთ ის ხარისხი, როგორსაც ქომაგებს ხშირად ვთავაზობთ, თუმცა გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთეთ.
პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ "ნაპოლი" ევროპაში ყველაზე ძლიერი გუნდია? ამით არ ვამაყობ, ამ ხერხით მეტოქე შენზე ზეწოლას ახდენს.
რაც შეეხება
მეტოქე პირველ ტაიმში მჭიდროდ გვეთამაშებოდა, ამიტომ თავდაპირველად გაგვიჭირდა. მეორე ნახევარში "კვარამ" და პოლიტანომ მოუმატეს და მეტი გამოსავალიც ვიპოვეთ", - განაცხადა სპალეტიმ.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ნაპოლის" მომავალი მეტოქე პარასკევს კენჭისყრაზე გაირკვევა.
ოსიმენის ნახტომმა თანაგუნდელი შოკში ჩააგდო [PHOTO]
მგონი კვარამ უნდა მოუმატოს მეორე სართულზე და დაცვაში მეტი სრულყოფილებისთვის. 10-დან 9-ს აგებს ბურთისთვის ბრძოლას.
თავდასხმას რაც შეეხება, მგონი მანდ არაფერი საკამათო არაა. გუშინ მართალია არ გაუტანია, მაგრამ კაი თამაში ჩაატარა საბოლოო ჯამში. მოწინააღმდეგის დაცვა დიდ ყურადღებას აქცევს და ეგ ბევრ სივრცეს უქმნის სხვებს და ზუსტი პასებით კარგად იყენებს ამ უპირატესობას.