მატჩის შემდეგ მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ აღნიშნა, რომ დღეისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მისი გუნდის შემტევი ვინისიუსია.
მართალია, მას გოლი არ გაუტანია, თუმცა ბენზემას ასისტი გაუკეთა, ნაყოფიერი მატჩი ჰქონდა და იტალიელი მწვრთნელი ფიქრობს, რომ დღეს ბრაზილიელი ყველას სჯობს.