"რეალის" ბოიკოტი - "ოქროს ბურთის" მფლობელი როდრი გახდა

AutoSharing Option
პარიზში France Football-ის "ოქროს ბურთის" გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა - ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ინდივიდუალური ჯილდო "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველს როდრის გადაეცა.

მეორე ადგილზე ვინისიუსი (რეალი) გავიდა, მესამეზე ჯუდ ბელინგემი (რეალი), მეოთხეზე დანიელ კარვახალი (რეალი), მეხუთეზე კი ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი).

ღონისძიებას პროტესტის ნიშნად „სამეფო კლუბის“ წარმომადგენლები არ დაესწრნენ, რომლებმაც გაიგეს, რომ საუკეთესოდ ვინისიუსს არ აღიარებდნენ, რასაც ორგანიზატორებმა წარმოუდგენელი საქციელი უწოდეს.

ნომინაციებში საუკეთესოები გამოვლინდნენ

21-წლამდელთა შორის საუკეთესო ფეხბურთელი - ლამინ იამალი (ბარსელონა)
საუკეთესო მეკარე - ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა)
საუკეთესო ბომბარდირი: ჰარი
კეინი (ბაიერნი) და კილიან მბაპე (რეალი)
საუკეთესო მწვრთნელი - კარლო ანჩელოტი (რეალი)
მამაკაცთა საუკეთესო კლუბი - მადრიდის „რეალი“
ქალთა საუკეთესო კლუბი - „ბარსელონა“
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - აიტანა ბონმატი (ბარსელონა)
საუკეთესო ქალი მწვრთნელი - ემა ჰეისი (ჩელსი და აშშ-ის ნაკრები)

მკითხველის კომენტარები / 24 /
ძაანაც კარგი რო ვერ მიიღო ვინსიუსმა მტირალა ბავშვია ჯერ გაიზარდოს.
დათო
18:29 29-10-2024
0
კარგი ფეხბურთელია ვინი.კარგი კი არა მაგარი და ძლიერი.უბრალოდ გამოხტომები აქ ცუდი.პიროვნულად საზიზღარი პირადად ჩემთვის.ვფმობ რასიზმს.რა სისულელეა.თეთრკანიანი ხარ,შავკანიანი,წითელკანიანი თუ მულტი ადამიანი ხარ პირველ რიგში.ეს კიდე საქციელით იმაიმუნებს თავს და არა კანის ფერით.მილანის გულშემატკივარ ვარ და აი თქვენ მოგმართავთ ვინც ამას კითხულობთ.ზეედორფზე გაგიგიათ რო რასიზმზე და კანის ფერზე აეტეხოს ესეთი ამბავი?რონალდინიოზე(ფეხბურთის ღიმილი იყო და ესე დარჩება ჩემთვის)ტიერი ანრიზე?მაკელელეზე,ზიდანზე,დროგბას და ასეულობით შეიძლება ჩამოთვალო.საქციელით არ უნდა იყოს მაიმუნი და არა კანის ფერით.ვინისიუსი კი ზუსტად მაგას აკეთებს.პროვოკატორი და მაიმუნის საქციელით.
გელა
16:24 29-10-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული