ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მადრიდის "რეალმა" "ლივერპული" ორი მატჩის ჯამში 6:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ "სანტიაგო ბერნაბეუზე" მერსისაიდული გუნდის საფირმო სიმღერა, You Will Never Walk Alone-ი ჩართეს და ასე სცეს პატივი ბრიტანულ მეტოქეს.
შეგახსენეთ, ჩემპიონთა ლიგის წილისწყრა პარასკევს გაიმართება. მეოთხედფინალშია ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიც".