WhoScore-მა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელშიც "ნაპოლის" ოთხი ფეხბურთელი შეიყვანა და რომელშიც ვერ მოხვდა "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი ერლინ ჰოლანი. შეგახსენებთ, ნორვეგიელმა "ლაიფციგს" საპასუხო მატჩში 5 გოლი გაუტანა.
გამოცემის ვერსიით, ტურნირის ამ ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელი 8.7-იანი შეფასებით "რეალის" ფორვარდი ვინისიუსი გახდა.
სიმბოლური გუნდი:
მეკარე: ანდრე ონანა (ინტერი, 8.15)
მცველები: ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი, 8.12), კიმ მინ ჯე (ნაპოლი, 8.04), დაიო იუპამეკანო (ბაიერნი, 7.69), კინგსლი კომანი (ბაიერნი, 7.84)
ნახევარმცველები: რიად მარეზი (მანჩესტერ სიტი, 8.03), ჯოშუა კიმიჰი (ბაიერნი, 7.83), პიოტრ ზელინსკი
(ნაპოლი, 8.22)
თავდამსხმელები: ვინისიუსი (რეალი, 8.7), გონსალუ რამუში (ბენფიკა, 8.62), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი, 8.53)
WhoScore-მა "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას "აინტრახტთან" პირველ შეხვედრაში 8.61 დაუწერა, მეორეში კი - 7.3.