ხვიჩა "მილანთან" ითამაშებს - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები გაირკვა

AutoSharing Option

დღეს, 17 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ბრმა (განთესილები არ არიან, ნებისმიერი შესაძლოა ნებისმიერს შეხვდეს) წილისყრა გაიმართა.

გუნდები: "ნაპოლი" (იტალია), "მილანი" (იტალია), "ინტერი" (იტალია), მადრიდის "რეალი" (ესპანეთი), მიუნხენის "ბაიერნი" (გერმანია), "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი), "ჩელსი" (ინგლისი) და "ბენფიკა" (პორტუგალია).

წილისყრა:

მადრიდის "რეალი" - "ჩელსი"

"ინტერი" - "ბენფიკა"

"მანჩესტერ სიტი" - მიუნხენის "ბაიერნი"

"მილანი" - "ნაპოლი"

პოტენციური ნახევარფინალური წყვილები

მილანი/ნაპოლი V ინტერი/ბენფიკა
რეალი/ჩელსი V სიტი/ბაიერნი
შეხვედრები 11-12 და 18-19 აპრილს გაიმართება, ნახევარფინალები 9-10 და 16-17 მაისს, ფინალური შეხვედრა კი 10 ივნისს, თურქეთის
ქალაქ სტამბოლში ჩატარდება
მკითხველის კომენტარები / 99 /
რადგან აქ თავზეხელაღებული ვარაუდები მიდის, მეც გავკადნიერდები:)))
ნახევარფინალები: ნაპოლი-ბენფიკა; რეალი-ბაიერნი;
ფინალი: ნაპოლი-ბიერნი
ალბათ სასწაული იქნება და მთელი ქვეყანა გადავირევით ხვიჩამ ლიგაც რომ მოიგოს, ნაპოლში კიდე ვეზუვი ამოიფრქვევა!!!
ზურა
17 მარტი 2023 23:00
3
ასეთი შემთხვევებისგან თავის აცილების მიზნით, გირჩევთ უგულშემატკივროთ ქართულ გუნდებს.))) (მე, მაგალითად ადრე ,,დინამო,, ერქვა და ეხლა ,,ფიფანო,, ქვია, დროებით. იმას ვგულშემატკივრობ.) რაც შეეხება ლიგას, ვერავინ იტყვის რა მოხდება, მე პირადად მინდა ფინალის შემდეგ ტაბლოზე 3-1 იყოს და კვარაცხელია სამჯერ ეწეროს, ერთ მხარეს. ასევე მინდა დამწუხრებული სენიორ კარლიტო ვნახო, ფინალის შემდეგ. (მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემის, როგორც გუნდის, ისე მწვრთნელის მირართ.)
100%
17 მარტი 2023 22:56
2
მილანის ფანი ვარ უამრავი წელია და მიუხედავად ხვიჩასი, გული მილანს ქომაგობს, თუ ნაპოლი გავა, ეგეც გამიხარდება.აქ რო გადავხედე კომენტარებს, 1-2-ის გარდა მილანის მიმართ ძაან აგდებული დამოკიდებულებაა,რაც მეტად მანდომებს მილანის მოგებას)) ნაპოლი წელს უკეთესია, მაგრამ ორი მატჩის ჩატარება მილანს შეუძლია და ტეხავს ესეთი დამოკიდებულება, 45-55% ნაპოლის სასარგებლოლ, და არა 20-80% აქ როგორც წარმოუდგენიათ
მილანისტა
17 მარტი 2023 22:36
15
დღეს გვყავს, ერთად-ერთი, მსოფლიოში გამორჩეული, ქართველი ფეხბურთელი და შენ მილანისკენ ხარ, სუფთა სირი ხარ. მე არ ვარ წინააღმდეგი, ყურით, ცხვირით, თავით იყავი მილანისკენ, ეგ შენი არჩევანია, მაგრამ შენი მოვალეობაა, როგორც შენისთანა სირი ქართველის, ამ ორ მატჩში, იყვე ხვიჩას მხარეს. დღეს ყველაფერში, ქართველი ერი, შენსავით უკუღმა აზროვნებს. რამ გადაგაგვარათ და თუ გაგაჩნიათ ტვინი, რამ გაგიხვრიტათ.
სიბრიყვეს საზღვარი არ გააჩნია.
18 მარტი 2023 12:55
1
ძალიან კმაყოფილი ვარ წილისყრით!!!
“უმართლებთ ძლიერებს!”
წარმატებები ჩვენს ხვიჩას და ნაპოლის!!!
ერთი რამ არ “მესმის” და აუცილებლად უნდა დავწერო: მილანის ქართველო ფანებო,რომლებიც მთელი გამეტებით ილანძღებით ხვიჩას და ნაპოლის მიმართ,ვერ გგებულობთ,როგორ არ გიხარიათ ქართველის(თან როგორი ქართველის) წარმატება??? მე თვითონ(ალბათ უამრავი ჩემნაირი) მილანის გულშემატკივარი ვიყავი რაც თავი მახსოვს,მაგრამ ახლა რასაკვირველია ნაპოლის ვუჭერ მხარს ჩვენი კვარას გამო.
გულშემატკივარი
17 მარტი 2023 20:58
4
თქვენ რომ გკითხოს კაცმა რეალი და სიტი სუსტები არიან, ნაპოლისთან ახლოსაც ვერ მოვლენ და იმიტომ არ გაუმართლათ.
- არ მეგონა ქართველები თუ ასეთი ყოყლოჩინები და ამპარტავნები ვიყავით!
შოდა
17 მარტი 2023 23:00
7
გეთანხმები ჩემო ძმაო მეც მილანს ვბალეშიკობდი ბავშვობიდან და ამ შემთხვევაში ნაპოლს და ხვიჩას
Gio
17 მარტი 2023 21:12
4
ბუკმეკერებმა საინტერესო ფსონი მისცეს ნაპოლის 4,5 თასის აღებაზე, ცოტა გადაჭარბებული მგონია და ამ დროს ბაიერნსაც აქვს 4,5 რეალს აქვს 8.0 ბენფიკას სულაც 15,0
მამუკა
17 მარტი 2023 20:16
2
ჯერ ის არის აღნანიშნავი რომ რეალი, ჩელსი, სიტი, ბაიერნის ბადე 1 თავით მაღლა დგას ნაპოლი, ბენფიკა, მილანი, ინტერზე…. ახლა ჩვენ ნაპოლის ბადე გვაინტრრესებს და მოდით პირდაპირ ვთქვათ რომ ბენფიკა ამ ბადის აუტსაედერია და ფინალისტი დანარჩენ 3 იტალიურ გუნდში გაირკვევა. შემდეგი საინტერესო მომენტი ნაპოლის შედარებაა მილანთან და ინტერთან და მიუხედავად იმისა რომ ინტერი ის იშვიათი გუნდია რომელმაც 1 თამაში მოუგო ამ “სუპერ” ნაპოლის, ვისაც ის თამაში გინახავთ და ფეხბურთში ერკვევით დამეთანხმებით რომ კიდე 9 ასეთივე თამაშში ცხრავეს ნაპოლი მოიგებდა! კლასში, სათამაშო ფორმაში, იქსჯიში თუ ნებისმიერი ტაქტიკური თუ თექკიკური თვალსაზრისით ვერც ინტერი და მითუმეტეს ვერც მილანი ნაპოლის სერიოზულ წინააღდეგობას ვერ გაუწევენ! ასე რომ ნაპოლის ფინალში თამაში ისეთივე რეალურია როგორიც იტალიის ჩემპიონობა! კი, სერია ა-შიც შეიძლება ფატალური უიღბლობა დაემართოს გუნდს და ჩლ-ზეც მაგრამ როგორც იტყვიან “თუ სასწაული არ მოხდა” ეს სამეული ნაპოლის წინ ვერ დაუდგება.
ახლა კი რაც შეეხება ფინალს. ფინალში სიტი-რეალის წყვილში (თუ აქაც რამე სასწაული არ მოხდა) გსმარჯვებული ითამაშებს. ეს ორი გუნდი ჩლ-ს ნაღდი “ცხოველები”’არიან და მათ ნაპოლიმ უკვე რაღაც მეტი უნდა დაუპირისპიროს. ეს “მეტი” პირველ რიგში უნდს იყოს ხვიჩა-ოსიმენის საუკეთესო პერფორმანსი! თუ ამ ორმა თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა მაშინ თამაში გათანაბრდება. თუმცა არც ეს იქნება საკმარისი. ძალიამ მნიშვნეკკვამი იქნება კიმის პერსონალური თამაში ჰალანდის ან ბენზემას წინააღმდეგ და ლობოტკა-ანგისას შრომა ცენტრში უპირველესად მოდრიჩის გასანეიტრალებლად. ორივე ამოცანა შესრულებადია და ასეთ შემთხვევაში მივიღებთ თანაბარ და ღირსეულ ფინალს სადაც გადამწყვეტი გამოცდილება და გამართლება იქნება. სწორ დროს სწოეად გაკეთებული პასი, ან პენალტი ან ჯარიმა სავარაუდოდ გახდება გადამწყვეტი. ასე რომ ყველაფერი ძალიან კარგადაა და იმაზე უკეთესად ვიდრე ვიოცნებებდით. არც ისაა გამორიცხული რომ “ერთი ბიჭი” ფინალის გმირი გახდეს და ამაზე უკეთესი რა უნდა ვინატროთ?… ვერა და წინ ბევრი ახალი სეზონია და როგირც ჩანს ჩლ-ს თასსაც და იქროს ბურთსაც ხვიჩა არაერთხელ აწევს ✌️
Zaza
17 მარტი 2023 19:34
19
ბაიერნი ჩამოწერა უცბად,როგორ გეტყობა რო დოღლიგით იკვებები....ჯერ ერთი ტურნირის მთავარი ფავორიტი არის ბაიერნი,შემდეგ რეალი და მერე სიტი,მაგრამ ამ მოცემულობით სიტის ფინალში გასვლის შანსი 10% არ აღემატება,ჩელსი უფრო გამგდებია რეალის ვიდრე სიტი ბაიერნის,ნუ რაც არ უნდა ვთქვათ,ამათი ბადე გაცილებით მაღლა დგას ვიდრე ნაპოლის....
ეხლა ნაპოლის ბადე გასაგებია ამათგან შედარებით სუსტია მაგრამ ეს ერთი შეხედვით,ვითომ აუტსაიდერი ბენფიკა მე პირიქით ფავორიტი მგონია ინტერთან,ჯგუფში სადაც იუვესთან და პსჟ-სთან ერთად იყო თამაში არ წააგო,ფლეიოფში კარგ ბრიუგეს გადაურა,ჩემპიონატში დაფრინავს და მის საპირწონედ რაღაცნაირი უნიათო ინტერი,მაგრამ არ დაგვავიწდეს ეს ინტერის სტილია და მათი ასეთი თამაში ხშირად შედეგს იღებს და ვნახოთ რა იქნება...ეხლა კი ბოლო კამფეტი ნაპოლი/მილანი,რო გაყვირიხართ ნაპოლი გადაუვლის მილანსო,მასე არ არის,ეს ჩემპიონთა ლიგაა,მიუხედავად იმისა რო ბავშობიდან მილანის გულშემატკივარი ვარ ძალიან მინდა რომ ნაპოლი გავიდეს,რა თქმა უნდა ხვიჩას სიყვარულში,თორემ ნაპოლი სულ ფეხზე მკიდია,მაგრამ ძალიან გაუჭირდება,ტიტულები,გამოცდილება და ფსიქოლოგია ერთის მხვრიმ მილანის არგუმენტია,მაგრამ ამ მილანს აკლია ერთი რამ ის რაც ნაპოლისაც არ გააჩნია და სწორედ ამის იმედი მაქვს არც ერთი გუნდის ფეხბურთელებს არ გააჩნიათ ლიგაზე თამაშის დიდი გამოცდილება და ინდივიდუალიზმი ანუ ხვიჩინიო გაიმარჯვებს...ასე რომ ფორცა ნაპოლი (ამ ერთხელ მაპატიებს მილანი)
ნიკო
18 მარტი 2023 09:36
0
ბენფიკა აუტსაიდერიი????
ლექსო
18 მარტი 2023 03:02
0
ყველა გამოხმაურება
ძალიან გაუჭირდება ნაპოლის მიიხედავად იმისა რომ არ არის მილანი ფორმაში. რამდენიმე ფაქტორია რაც დამატებითი ფსიქოლოგიური ტვირთია მათთვის: 1. ისტორია უკვე დაწერეს ლიგაზე და ნახევარფინალი უკვე ხელშესახებია. 2. ყველაზე მარტივი მეტოქე ყავთ დღევანდელი ფორმის გათვალისწინებით და ყველა ნახევარფინალს ელის. 3. ჯობდა სხვა ქვეყნის გუნდი შეხვედროდა, მენტალურად გაუჭირდებათ სერია ა -ს ტურიდან განსხვავება. 4. გამოცდილება არ აქვთ ასეთ დონეზე თამაშის. 5. როტაციას არ მიმართავენ და ძირითადი 11- ეული რისკია რომ "გადაიწვას", სკამიდან გაძლიერების პოტენციალი კი ფაქტიურად არ აქვს. სიმეონეც კი უთამაშებლობის გამო თავის პოტენციალს ვერ გამოამჟღავნებს. 6. ძალიან არის გუნდი დამოკიდებული ფეხბურთელების ინდივიდუალიზმზე, თუ არ წაუვიდათ ოსიმენს და ხვიჩას თამაში უმაღლეს დონეზე ... ინტერთან და ლაციოსთან თამაშები კი გვახსოვს. 50/50 შანსები.
???
17 მარტი 2023 19:14
19
კვარა ძალიანაც გვინდაგრამ
მილანი გამოცდილებით ჩაგუდავს სპალეტის ნაპოლის!!
Lebron
17 მარტი 2023 18:47
28
ფინალში უნდა გავიდეთ და იქ რეალიც მივახრჩოთ.
ისე, დათო ყიფიანის ფანები რეალს როგორ ქომაგობთ?
ILIA
17 მარტი 2023 18:43
5
მე მილანის ფანი ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ნაპოლის მხარეს ვარ, იგივეს ველი სხვა გუნდთა ქარელი ფანებისგან ნაპოლისთან შეხვედრისას, განსაკუთრებით რეალის ფანებბისგან.დდდ რადგან მაგათ იმდენი ლიგა აქთ მოგებული კიდე ერთს თუ არ მოიგებენ ბევრი არაფერი დააკლდებათ.
რრრ
17 მარტი 2023 18:36
3

სიახლეები პოპულარული