პიოლი: ლეაოა უკეთესი თუ კვარაცხელია? - რატომაც არ უნდა გავიმარჯვოთ

AutoSharing Option
"მილანის" მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მათი მომავალი მეტოქის ვინაობა ვარჯიშისას შეიტყვეს და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვაზეც უპასუხა:

"კენჭისყრისას ვარჯიში გვქონდა. ამ ეტაპზე ნებისმიერი გუნდი ძალიან რთული იქნებოდა. მეოთხედფინალში თამაში ჩვენთვის მოტივაციის მომცემია. გათამაშების ამ ეტაპზე მონაწილეობა დავიმსახურეთ და წინსვლა გვინდა. ჩვენ მილანი" ვართ და გამარჯვება გვსურს.

"ნაპოლი" ძლიერია და სერია A-ში ჩვენზე უკეთესად ასპარეზობს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა - ეს ჩემპიონთა ლიგაა. გავიგე თუ არა რა თქვა სპალეტიმ? არ მგონია შეტყობინება გამოეგზავნოს (იცინ
ის). ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, ის კარგი მწვრთნელია. იტალიის პირველობასა და ჩემპიონთა ლიგას შორის განსხვავებაა. ჯერ ქვეყნის ჩემპიონატზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია. ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა ჩვენი მიზანია, ამისათვის უნდა გვჯეროდეს, რომ მთელი გზის გავლა შეგვიძლია. რატომაც არ უნდა ვიფიქროთ, რომ გავიმარჯვებთ? ვიცით, "ნაპოლისთან" შეხვედრებს მაღალ დონეზე ჩავატარებთ, თუმცა ჯერ მთავარი სერია A-ში ქულების მოგროვებაა.

ლეაოა უკეთესი თუ კვარაცხელია? ძნელი სათქმელია, ვინაიდან განსხვავებული მახსიათებლები აქვთ. ლეაო კარგად ვარჯიშობს, მშვიდადაა და თავისი შედეგიანობის გაზრდა სურს. დარწმუნებული ვარ, შეტევის ფაზაში ცენტრალურ ფიგურად დარჩება. გოლიც რომ არ გაიტანოს, მოწინააღმდეგეთა დაცვას პრობლემებს უქმნის. გოლების არგატანის გამო იმედგაცრუებული არაა. მისგან გოლებს ველით, თუმცა როდესაც ამას ვერ ახერხებს, გუნდისთვის სასარგებლოა".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ჩემპიონთა ლიგაა და არცერთი მეტოქე არ იქნება მარტივი. ყველა თავის მაქსიმუმს გაიღებს და არაფერს დათმობენ.
ძალიან გამაღიზიანებელია ეს ყიჟინა, რომ ნაპოლი უკვე ფინალშია და ვიღაცეებმა ლიგაც მოაგებინეს უკვე კვარას. უდიდესი წნეხია ეგ. ჯერ მოლოდინს იქმნიან, რომ აუცილებლად ეგრევე ლიგას მოიგებს და მერე ზედ გადაუვლიან , რომ ვერ მოიგებს.
ხალხო, ამ ბიჭმა უკვე საკმარისზე მეტი გააკეთა და საოცრებები გააკეთა. შარშან ამ დროს ვინმე წარმოვიდგენდით ამხელა ნახტომს? რომ სერია ა ს ჩემპიონობასთან ასე ახლოს იქნებოდა კვარა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფილანში გავიდოდა? თან უშუალოდი თვითონ ჩადებდა უდიდეს წვლილს ამ მოგებებში და ერთი მეორეზე ლამაზ გოლებს გაიტანდა?
ამ ყველაფრით დატკბობა რატომ არ შეგვიძლია და წინასწარ კიდე წნეხებს რატომ ვიქმნით, ან ვუქმნით ფეხბურთელს?
თქვა კიდევაც სპალეტიმ, ეს კომპლიენტები იმისთვის არის, რომ მოვდუნდეთ და მიწაზე დავენარცხოთო.
კიდე უამრავი სეზონი და უამრავი თამაში ექნება ხვიჩას წინ. არაა საჭირო აქედანვე ლიგის მოგების მოლოდინის შექმნა, წარმოუდგენელია ეს, იქ სადაც რეალი და ბაიერნია.
ეგ რომ მოხდეს და ნაპოლიმ ლიგა მოიგოს, პირველივე სეზონში იქნება ხვიჩას ოცნება ახდენილი, ამას ვერც კი წარმოვიდგენ, ამას რომ გონებაში დავუშვებ, მეტს ვეღარ ვფიქრობ სიხარულისგან მაგრამ არ მინდა რეალობას მოვწყდე.
მილანთან თამაშს რაც შეეხება, საერთოდ არ იქნება ადვილი. ამოუკეტავენ სივრცეებს და დაუწყებენ უხეშ თამაშს, როგორც მაშინ. ვისაც გახსოვთ წინა თამაში. პენალი კი მოიპოვა, მაგრამ რამდენი ურტყეს ფეხებში ეგეც გემახსოვრებათ.
მოკლედ მე ძალიან ვისტრესები, ამ წინასწარ მოგების აღნიშვნით და გოლი რომ უნდა გაიტანოს აუცილებლად ამ უაზრო სადღეგრძელო შეძახილებით.
ძალიან ბევრი გვიკლია ადეკვატურ გულშემატკივრობამდე!
0
ნაპოლი სამივე თამაშს მოუგებს მილანს. მიდი ხვიჩა.
დათო
20:52 17-03-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული