ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "რეალი" "ჩელსის", "მილანი" კი "ნაპოლის" დაუპირისპირდება. როგორც ჩანს, "სამეფო გუნდის" მწვრთნელ კარლო ანჩელოტის მიაჩნია, რომ ფინალში მადრიდელები "მილანს" შეხვდებიან. ამის შესახებ "როსონერის" ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ ისაუბრა.
"იცით, რაშია პრობლემა? სტამბოლში ანჩელოტის გადასაჭრელი საკითხი აქვს (2005 წელს "მილანი", ანჩელოტის ხელმძღვანელობით, ფინალში "ლივერპულთან" დამარცხდა). კენჭისყრის დასრულებისთანავე კარლომ დამირეკა და მითხრა: "პაოლო, სტამბოლში შევხვდებით?"
"მილანისთვის" ამის მიღწევა ადვილი არ იქნება, მაგრამ ისტორია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ წარმატების გვჯეროდეს. მსგავსი რამ უკვე მოხდა. გაზაფხულზე არსებობს შანსი, რომ სეზონი განსაკუთრებული გახდეს.
ჩვენ ამის გამოყენებას შევეცდებით.
ოცნება გვიყვარს. ოცნების გარეშე ჩემპიონთა ლიგას ამდენჯერ ვერ მოვიგებდით. თვით ამ შემადგენლობაშიც საკმარისად არიან ფეხბურთელები, რომლებიც ოცნებობენ. როდესაც ვთამაშობდი, მეც მეოცნებე ვიყავი", - ციტირებს ანჩელოტის La Repubblica.