"ნაპოლი" ჩამოწერეს? - ანჩელოტიმ და მალდინიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვედრა "დაგეგმეს"

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "რეალი" "ჩელსის", "მილანი" კი "ნაპოლის" დაუპირისპირდება. როგორც ჩანს, "სამეფო გუნდის" მწვრთნელ კარლო ანჩელოტის მიაჩნია, რომ ფინალში მადრიდელები "მილანს" შეხვდებიან. ამის შესახებ "როსონერის" ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ ისაუბრა.

"იცით, რაშია პრობლემა? სტამბოლში ანჩელოტის გადასაჭრელი საკითხი აქვს (2005 წელს "მილანი", ანჩელოტის ხელმძღვანელობით, ფინალში "ლივერპულთან" დამარცხდა). კენჭისყრის დასრულებისთანავე კარლომ დამირეკა და მითხრა: "პაოლო, სტამბოლში შევხვდებით?"

"მილანისთვის" ამის მიღწევა ადვილი არ იქნება, მაგრამ ისტორია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ წარმატების გვჯეროდეს. მსგავსი რამ უკვე მოხდა. გაზაფხულზე არსებობს შანსი, რომ სეზონი განსაკუთრებული გახდეს.
ჩვენ ამის გამოყენებას შევეცდებით.

ოცნება გვიყვარს. ოცნების გარეშე ჩემპიონთა ლიგას ამდენჯერ ვერ მოვიგებდით. თვით ამ შემადგენლობაშიც საკმარისად არიან ფეხბურთელები, რომლებიც ოცნებობენ. როდესაც ვთამაშობდი, მეც მეოცნებე ვიყავი", - ციტირებს ანჩელოტის La Repubblica.

მკითხველის კომენტარები / 21 /
მკითხავებო! ეგ ჯერ არავინ იცის ვინ წავა სტამბულში. ისე მალდინისაც და ანჩელოტისაც სრული უფლება აქვთ წავიდნენ სტამბულში სტადიონზე მაყურებლად თუ ბილეთი იშოვეს ,
დავით 67
10 აპრილი 2023 02:44
0
გაიხარე ! საოცრება იქნება "ნაპოლიმ" ორივე გუნდი რომ ამოაგდოს.
ALONZO
10 აპრილი 2023 11:49
0
კვარას თამაშებს ვუყურებ იმ დღიდან რაც ლოკომოტივში გადავიდა.
ალბათ ერთიც არ გამიმაზია რუბინში და დინამო ბათუმის თამაშებისას მიმოხილვებით მაინც.
- მიკვირს ამდენი სპალეტის მამგინებლებს, რომ ვხედავ. კვარას ასეთი სერიოზული პროგრესის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი სპალეტია.
ჩემი აზრით კვარას თავმდაბლური ხასიათი ძალიან შეეწყო სპალეტის ხასიათს. (სპალეტიზე გამიგია, ხშირად მოსვლია კონფლიქტი წამყვან/ლიდერ ფეხბურთელებთან, მგონი ტოტისთან.
ალბათ ზედმეტად თვითდაჯერებული, თავში ავარდნილი და ა.შ ტიპის ფეხბურთელებს ვერც ეწყობა.

ხოდა რისი თქმა მინდა, კვარას კარიერას რასაც ვუყურებ კვარა 24/7-ზე 100%-იანი წარმატებულად შესრულებული მოქმედების ფეხბურთელი არა ყოფილა. (და ეგეთი არც არავინ არასდროს არ ყოფილა :) )

ხოდა რუბინში მისი მოქმედების წარმატებული % 50-70-ს შორის მერყეობდა. - ( დრიბლინგები, სახიფათო მომენტების შექმნა და ა.შ).
ნაპოლიში კი 70-90-ს შორის მოქმედებს მისი წარმატებული მოქმედებები (იდეაში ნაპოლის გოლების ნახევარზე მეტი მისი მხრიდან რომ იქმნება ეგ უბრალოდ ერთ-ერთი ფაქტორია, თორე ძალიან ბევრი პლიუსი აქვს).

ხოდა ხვიჩას ასეთი განვითარების და გაძლიერებისთვის პირველ რიგში ხვიჩას უნდა ვუმადლოდეთ, თავისი შრომისმოყვარეობისთვის, მერე უკვე მის გარშემო მყოფი ადამიანებისთვის, რომლებიც რაიმეთი დაეხმარნენ (გინდაც ფსიქოლოგიურად და ა.შ) უკვე ამ დონეზე მიღწევისთვის (აი ერთი-ორი წარმატებული თამაშის შემთხვევაში სეზონის ბოლომდე და ოქროს ბურთის მფლობელების 3-ეულშიც კი შეიძლება შეიყვანონ ჩ.ლ-ის ფინალის მერე).


და გუნდიც ! ძალიან კარგი გუნდია . (თავისი პლიუსები და მინუსები ყველა გრანდსაც აქვს)

1) ხვიჩა
2) მწვრთნელი და გარემო*
3) გუნდი

ოღონდ ხანდახან პრიორიტეტობის (1.2.3.) შეცვლაც მოსულა თუ წარმატება მოითხოვს :)
nk
10 აპრილი 2023 02:39
2
ხვიჩამ "დაიკიდოს" თუ კიდე კიდეზე გამოკეტვის დირექტივა მიცა მელოტამ და აიღოს მის თავზე თამაში, ეხლა ამის დრო აღარაა გუნდს მაგრად გაუჭირდა ეს ყველა ეპიზოდიდან იგრძნობა, გადალახოს მწვრთნელის მიერ დახაზულ ჩარჩოებში მისი მოქცევის მცდელობა და კვარა პირადად მოუღებს ბოლოს მილანის და მალდინის ზე გადაჭარბებულ ამბიციებს ბოლოს. ვის ვის და ხვიჩა ნამდვილად გადის იმ კატეგორია ფეხბურთელთა ნუსხაში ვისაც პირადად შეუძლია გადაწყვიტოს მატჩის ბედი და სად თუ არა აქ ლამის ომად გამოცხადებულ მატჩში სან სიროზე სადაც უამრავი თვალი დააკვირდება ნაპოლის და განსაკუთრებით კვარას.
Charley
10 აპრილი 2023 00:56
7
ასე ღავის ჭკუაზე რო დაბჟუტურობდნენ ქარტველი ფეხბურთელები მოედანზე, იმიტომაც გვაქვს არაპროფესიონალების იარლიყი და იმიტომაც არავის უნდოდა 20 მილიონი გაერისკა და ეტიდა ქართველი ტალანტი... კაია რო ხვიჩა თქვენ არ "გიჯერებთ" და მწვრთნელს უჯერებს... იმედია ასეც გაგრძელდება
რა მაფიაა?
10 აპრილი 2023 09:16
2
ნაკრებში ნორვეგიასთანაც სპალეტი იყო მწვრთნელი? ფაქტი ისაა,რომ მაგ თამაშის შემდეგ გუნდში ძალიან მოკლებული აქვს...ეს კი საეჭვოდ ემთხვევა ნიშნობას...რა ეჩქარებოდა ეს ცოლობა? :((( მიდი რა ჯერ მინდორზე მიაწექი და მწვერვალები დაიპყრე...P.s.:ისე კარგი იქნება თუ დაუკვირდებით და გამოაქვეყნებთ ყველა თამაშში რამდენ ზუსტ დარტყმას აკეთებს კარში...ვარსკვლავმა ერთი მაინც უნდა შეძლოს ...ბევრი ვარჯიში და წარმატებები ხვიჩას
სიმართლე
10 აპრილი 2023 11:18
1
ამ ორ თამაში რაც ნაპოლიმ აჩვენა რატო არიტყვის
beqa
10 აპრილი 2023 00:25
0
ჩვენს ხალხს რომ წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირს, ამ კომენტარიდან და მასზე მომწონებლების რაოდენობითაც ჩანს.
,,კენჭისყრის დასრულებისთანავე დამირეკაო". ანუ, ნაპოლის ბოლო ორ თამაშზე ბევრად ადრე ,,დაგეგმეს" სტამბოლი.
მარტო სათაურებს ნუ კითხულობთ. გაიაზრეთ ტექსტიც. თუ შეგიძლიათ.
გივი
10 აპრილი 2023 10:05
1
არ მიკვირს ასეთი განცხადებები, ეხლა დაიწყო ნერვების და ფსიქოლოგიური "ომი"!!!!
ვაჩე!
10 აპრილი 2023 10:01
0
თვითონაც მიხვდა, ეს მხოლოდ ონებაა )
გია
10 აპრილი 2023 00:32
3
შანსები არის 50/50, ვერ იტყვი რომ ნაპოლი ფავორიტია ამ წყვილში, მეორე წყვილში 55/45 ბენფიკას სასარგებლოდ. იქით კიდევ ალბათ რეალი-სიტი იქნება ნახევარფინალი
მამუკა
10 აპრილი 2023 05:30
0
სტამბოლში არა, სჯობს კონსტანტინეპოლში დანიშნოთ შეხვედრა უკანა რიცხვით. :))
გოგია
10 აპრილი 2023 10:10
6
რო გავალთ ფინალში მერე ნახეთ. პ.ს მილანს ვგულისხმობ და არა ნაპოლის
gio
10 აპრილი 2023 00:49
29
Რა თქმა უნდა მილანი გავა ფინალში, მთავარი იყო მილანი დაბრუნებოდა 4 2 3 1 სქემას, ამის მერე მილანის გამჩერებელი აღარაა არც ნაპოლი, აღარც ინტერი/ბენფიკა
Georgian
10 აპრილი 2023 02:29
22
შემახსენეთ,ბოლო ტურში ვის შეხვდა მილანი?მგონი ემპოლის,ხომ?როგორ დამთავრდა?აღარც ეგ მახსოვს კარგად!0-0?სქემას მიაგნეს და ვერავინ შეაჩერებსო!ემპოლის შეუჩერებია,ათეულშიც კი რომ ვერ არის.არ დავიწყებ მტკიცებას,ნაპოლი გაანადგურებსო,მაგრამ ისეთი გუნდებია,მათ შორის ყველაფერი შეიძლება მოხდეს.ორივე გუნდს ჰყავს ფეხბურთელები,რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა,დამოუკიდებლად შეუძლიათ და სათასო მატჩებიც,ძალიან განსხვავდება,სატურნირო მატჩისაგან.ჯერ კიდევ რაიკაარდ-გულიტ- ვანბასტენის დროიდან მოყოლებული,მილანის გულშემატკივარი ვარ,მერე მაგას კალაძე შევჩენკოც დაემატა!თუმცა ახლა ხვიჩა და ლუკა სადაც მეგულება,პირველ რიგში მათი გულშემატკივარი ვარ და სწორედ ნაპოლის გამარჯვება მინდა,თუმცა მათ ნაცვლად ჩვენი ტრაბახი,ამას და იმას გიზავთო,არასწორი მგონია.ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება.
სოსო
10 აპრილი 2023 16:02
0
რეალურად მილანი ფავორიტია ნაპოლისთან რეალის მერე მეორე გუნდია მე მიკვირს ვისაც გაუხარდა მილანისნაირი მოწინააღმდეგე ….მაგრამ ჩვენც გვიყვარს ოცნება და იმედია ნაპოლი მოერევა!!!
თემო
11 აპრილი 2023 17:23
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული