ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: "სიტიმ" "ბაიერნი" გაანადგურა - "ინტერმა" გასვლაზე "ბენფიკას" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ორი პირველი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა და "ინტერმა" და "მანჩესტერ სიტიმ" ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

„ინტერმა“ სტუმრად „ბენფიკას“ 2:0 სძლია. პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, თითქმის მომენტების გარეშე. შესვენების შემდეგ „ნერაძური“ ბარელამ თავურით წინ გაიყვანა. მე-80 წუთზე დუმფრისის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელზე ჟოაო მარიოს მოხვდა, პენალტით კი საბოლოო ანგარიში ლუკაკუმ დააფიქსირა.

„მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე, წვიმიან ამინდში „ბაიერნი“ 3:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მასპინძლები კი ტურნირზე სადებიუტო, შესანიშნავი გოლით როდრიმ დააწინაურა.
არანაკლებ ლამაზი იყო 70-ე წუთზე ბერნარდუ სილვას მიერ თავით ზომერის კარის დალაშქვრა. აღსანიშნავია, რომ სილვას საგოლე გადაცემა ჰოლანმა გაუკეთა. „სიტი“ უკვე სრულ უპირატესობას ფლობდა. შეცვლაზე შესულ ალვარესს მეკარემ არ გაატანინა, თუმცა მალე ჰოლანმა გაიტანა. შემდეგ ალვარესის დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს, ხოლო როდრის თავური ზომერმა მოიგერია.

. „სიტიმ“ ზედიზედ 9 მატჩი საერთო ანგარიშით 34:3 მოიგო.
. გვარდიოლამ ტუხელს ზედიზედ 3 შეხვედრაში სძლია - სულ 11-დან 7-ში.
. ჰოლანმა ტურნირზე 7 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირია - მან სეზონში 45 გოლი გაიტანა და პრემიერლიგის ფეხბურთელებს შორის რეკორდი დაამყარა.
. „ბაიერნმა“ ტურნირზე ზედიზედ 7 მოგების შემდეგ წააგო და 2017 წლის შემდეგ ეს მისი ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხებაა.
. ტუხელის ხელმძღვანელობით „ბაიერნმა“ 4-დან 2 მატჩი წააგო.

ლისაბონი. „და ლუში“. 62 594 მაყურებელი
ბენფიკა - ინტერი 0:2
გოლები: 0:1 ბარელა (51), 0:2 ლუკაკუ (82, პენ)

მანჩესტერი. „ეტიჰადი“. 52 257 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ბაიერნი 3:0
გოლები: 1:0 როდრი (27), 2:0 ბერნარდუ სილვა (70), 3:0 ჰოლანი (76)

საპასუხო შეხვედრები 19 აპრილს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
მოდი ვაღიაროთ..სიტი შემადადგენლპბოს მხრივ აშკარად ჯობს ბავარიას..ისეთები ყავს სათადარიგო სკამზე..პლუს საშინელი შეცდომები ბავარის.და პლუს გვარდიოლა და ჰოლანდი..ამ გუნდს ვინც დარჩა.ვერც ნაპოლი და ვერც რეალი ვერ შეაჩერებს..თუ რამე სასწაული არ მოხდა..ისე კი სიტი ნაპოლი მგონიაძალიან მინდა ფინალი
კიეზა
12 აპრილი 2023 17:39
0
შეიხები მაფიოზები არ არიან როგორც იტალიელი და ესპანელები. არ ყიდულობენ მსაჯებს და მატჩებს. რასაც ვხედავდით რეალის და ბარსელონას თამაშებში.
123
12 აპრილი 2023 13:16
5
შეიხები თუ მაფიოზები არ არიან მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება როგორ მოიპოვეს? რამდენი ადამიანი დაიჭირეს ყატარზე ხმის მიცემის გამო ქრთამი რო აიღეს იმ 'პატიოსანი, შეიხებისგან.
asa
12 აპრილი 2023 14:29
1
ვაღიარებ კენჭის ყრის დღეს მე შებრუნებულ შედეგს მოველოდი. რა თქმა უნდა ანგარიშები არ მაქვს მხედეველობაში. ფავორიტებზე ვლაპარაკობ. მაგრამ ბენფიკას ის მშვენიერი თამაში გაქრა სადღაც. ბავარიაზე კი მწვრთნელის შეცვლის შემდეგ აზრი შემეცვალა. ამ დროს შეცვალო მწვრთნელი ცოტა სისულელე მეგონა და ასეც აღმოჩდა. ამ წყვილებში ყველაფერი გადაწყვეტილია.
G.LA
12 აპრილი 2023 09:12
2
ინტერი ფინალში მგონია სიტი კი ვერ ეღირსება ლიგას შეიხები ვერ ეღირსებიან ლიგას სანამ არ ჩამოაყალიბებენ წესიერ პოლიტიკას ტრასპერეფში
პსჟს
12 აპრილი 2023 07:29
9
რატომ გგონია რომ შენი სურვილი საკმარისია, რეალობის მოსახდენად??
დავით 67
12 აპრილი 2023 13:45
0
უკვე მერამდენედ შედიან ერთი და იგივე ულტრა-ლიბერალურ ჭაობში და ჰაალანდს და დე ბრუინეს -"სერჟიკა"ს და "ჯამალა"-ს უპირისპირებენ :) .სრულ მაზოხიზმში არიან
DF
12 აპრილი 2023 03:42
24
ინგლისურ იტალიური ნახევარფინალები იქნება . ეს კენჭისყრის მერე ვთქვი. აქაური 14 წლის ბავშვები კი გაბრაზდნენ. კაცი ნაგელსმანს რო გააგდებ სისულელეს გამო უარესი ხვდება ამ გუნდს
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
12 აპრილი 2023 03:13
12
ამაზე უკეთესი სახელი ვეღარ მოიფიქრე? არ თქვა ეხლა, ირონიააო!
რა კავშირი აქვს სპორტთან?!
გიორგი
12 აპრილი 2023 08:19
1
სადო მაზო ტუხელმა სიამოვნება მიიღო.
unterxaxing
12 აპრილი 2023 01:57
0
ტუხელი მწვრთნელი არაა ქათამია სუფთა და ამხელა გუნდი რო ესეთ ქათამს ჩააბარეს. ეგ რო გავიგე სულ დამეკარგა წარმოდგენა ტვინი არ ქონიათ საერთოდ, ეგ სალიჰამიჯიჩი და ვიღაცეები ნამდვილად არ მეგონა თუ ეგეთი დებილები იქნებოდნენ ბაიერნის ხელმძღვანელობა. ან ნაგელსმანი ვინ არი ფლიკთან შედარებით მაგას თუ ვერ არჩევ რა გინდა საერთოდ ფეხბურთში
1.
12 აპრილი 2023 01:43
10
რანაირად იცით ამ სათაურების წერა? სიტიმ კი არა უპამეკანომ გაანადგურა :D
ბუბა
12 აპრილი 2023 01:39
6
რა ეგონათ ეს ტუხელი ერთ კვირაში ააშენებდათ? რას ერჩოდნენ ამ ნაგელსმანს ეხლა უფრო გაურკვეველია. რა ქნა ამ ტუხელმა რაც მოვიდა? თასიდან გამოაგდო ფრაიბურგმა და ეხლა სიტიმაც გადაურბინა. მეტი რა უნდა გაეფუჭებინა? არ თქვათ ეხლა ყველაფერი არ დამთავრებულაო. ან ეს მანე რისთვის იყიდეს, ვინ ყავთ უკეთესი სკამზე რომ ალპობენ. მეტის ღირსები არიან!
მურთო
12 აპრილი 2023 01:03
2

სიახლეები პოპულარული