ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: "სიტიმ" "ბაიერნი" გაანადგურა - "ინტერმა" გასვლაზე "ბენფიკას" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ორი პირველი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა და "ინტერმა" და "მანჩესტერ სიტიმ" ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

„ინტერმა“ სტუმრად „ბენფიკას“ 2:0 სძლია. პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, თითქმის მომენტების გარეშე. შესვენების შემდეგ „ნერაძური“ ბარელამ თავურით წინ გაიყვანა. მე-80 წუთზე დუმფრისის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელზე ჟოაო მარიოს მოხვდა, პენალტით კი საბოლოო ანგარიში ლუკაკუმ დააფიქსირა.

„მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე, წვიმიან ამინდში „ბაიერნი“ 3:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მასპინძლები კი ტურნირზე სადებიუტო, შესანიშნავი გოლით როდრიმ დააწინაურა.
არანაკლებ ლამაზი იყო 70-ე წუთზე ბერნარდუ სილვას მიერ თავით ზომერის კარის დალაშქვრა. აღსანიშნავია, რომ სილვას საგოლე გადაცემა ჰოლანმა გაუკეთა. „სიტი“ უკვე სრულ უპირატესობას ფლობდა. შეცვლაზე შესულ ალვარესს მეკარემ არ გაატანინა, თუმცა მალე ჰოლანმა გაიტანა. შემდეგ ალვარესის დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს, ხოლო როდრის თავური ზომერმა მოიგერია.

. „სიტიმ“ ზედიზედ 9 მატჩი საერთო ანგარიშით 34:3 მოიგო.
. გვარდიოლამ ტუხელს ზედიზედ 3 შეხვედრაში სძლია - სულ 11-დან 7-ში.
. ჰოლანმა ტურნირზე 7 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირია - მან სეზონში 45 გოლი გაიტანა და პრემიერლიგის ფეხბურთელებს შორის რეკორდი დაამყარა.
. „ბაიერნმა“ ტურნირზე ზედიზედ 7 მოგების შემდეგ წააგო და 2017 წლის შემდეგ ეს მისი ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხებაა.
. ტუხელის ხელმძღვანელობით „ბაიერნმა“ 4-დან 2 მატჩი წააგო.

ლისაბონი. „და ლუში“. 62 594 მაყურებელი
ბენფიკა - ინტერი 0:2
გოლები: 0:1 ბარელა (51), 0:2 ლუკაკუ (82, პენ)

მანჩესტერი. „ეტიჰადი“. 52 257 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ბაიერნი 3:0
გოლები: 1:0 როდრი (27), 2:0 ბერნარდუ სილვა (70), 3:0 ჰოლანი (76)

საპასუხო შეხვედრები 19 აპრილს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
მოდი ვაღიაროთ..სიტი შემადადგენლპბოს მხრივ აშკარად ჯობს ბავარიას..ისეთები ყავს სათადარიგო სკამზე..პლუს საშინელი შეცდომები ბავარის.და პლუს გვარდიოლა და ჰოლანდი..ამ გუნდს ვინც დარჩა.ვერც ნაპოლი და ვერც რეალი ვერ შეაჩერებს..თუ რამე სასწაული არ მოხდა..ისე კი სიტი ნაპოლი მგონიაძალიან მინდა ფინალი
კიეზა
17:39 12-04-2023
0
შეიხები მაფიოზები არ არიან როგორც იტალიელი და ესპანელები. არ ყიდულობენ მსაჯებს და მატჩებს. რასაც ვხედავდით რეალის და ბარსელონას თამაშებში.
5

სიახლეები პოპულარული