სულ სხვა მატჩის დღე - თავდაჯერებული "მილანი" და "ნაპოლი" კანონზომიერების დამტკიცებისთვის!..

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა ძალიან საინტერესო ეტაპამდე მივიდა. ქართველი გულშემატკივრების მთელი ყურადღება მილანისკენაა, სადაც დღეს, 12 აპრილს (23:00 სთ), მეოთხედფინალის პირველ მატჩში, "მილანი" "ნაპოლის" "სან სიროზე" დაუხვდება.

ნეაპოლური კლუბი მიმდინარე სეზონის აღმოჩენაა და ეს, მიუხედავად იმისა, დღევანდელ მეტოქესთან ცოტა ხნის წინ საკუთარ მოედანზე რომ (0:4) განადგურდა. ჩავარდნები სტეფანო პიოლის გუნდსაც აქვს, თუმცა ისინი სერია "ა"-ს ჯერ კიდევ მოქმედი გამარჯვებულები არიან და პერიოდულად დიდი თამაშების ჩატარება შეუძლიათ.

Sportall.Ge

ცოტა ხნის წინ გამართულ მატჩში მილანელთა ნახევარდაცვამ შთამბეჭდავად იასპარეზა და ლუჩანო სპალეტის გუნდი მოედნიდან გააქრო -
სანდრო ტონალისა თუ ისმაელ ბენასერს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გამოუვიდათ. "მილანს" თავდაჯერება გაზრდილი ექნება, თუმცა შეუძლებელია ყველა მატჩი იმ დონეზე ჩაატარო. ამავდროულად, "ნაპოლი" რევანშზე იფიქრებს და იმის დამტკიცებას ეცდება, 33-წლიანი ლოდინის შემდეგ სკუდეტოს მოპოვება კანონზომიერად რომ ხდება.

ამ გუნდებს შორის უკანასკნელი 32 მატჩიდან ნეაპოლელებმა 13-ში გაიმარჯვეს (8-ის წინააღმდეგ). ბოლო დროს ისე ხდება, რომ სტუმრები უფრო იგებენ, თუმცა ეს ჩემპიონთა ლიგაა, სულ სხვა განზომილება და ტიტული, რომელიც მილანელებმა 7-ჯერ მოიპოვეს.

Sportall.Ge

"მილანმა" იტალიურ გუნდებთან ევროპის მასშტაბით 9 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთში დამარცხდა. 2005 წელს მილანურ დერბიში მათ "ინტერს" აჯობეს. თუკი "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე პირველადაა, მათ დღევანდელ მოწინააღმდეგეს აქ 2011-12 წლების შემდეგ არ უთამაშია, როცა პეპ გვარდიოლას "ბარსელონას" დაუპირისპირდა.

Sportall.Ge

სპალეტის გუნდის დანაკლისი უდიდესია, ვერც ვიქტორ ოსიმენი ითამაშებს და ვერც ჯოვანი სიმეონე. ჯაკომო რასპადორის არასათანადო მომზადება იმას გვაფიქრებინებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ლიგის მიმდინარე სეზონში 2 შედეგიანი დარტყმა აქვს, ფორვარდის პოზიციაზე ითამაშებს. ჩვენებური ყველგან სახიფათოა. ამ შემთხვევაში საინტერესოა, ნახევარდაცვა როგორ დაკომპლექტდება.

თუკი ტაქტიკა არ შეიცვლება, შუა ხაზის სამეულს პიოტრ ზელინსკი უნდა დაუბრუნდეს, მარცხნივ კი ელიფ ელმასი ითამაშებს. თუმცა საყრდენ ზონაში ცოტა ხნის წინ ეს შემადგენლობა ძალიან დაიჩაგრა და ლუჩანოსგან იქნებ სიახლეები ვნახოთ. დიდია ბრაჰიმ დიასისგან წამოსული ხიფათის მოლოდინიც და მარიო რუის ნდობა რამდენად ექნება, რთული სათქმელია. "კვარას" ცენტრფორვარდობის პირობებში, ერთ-ერთი ვარიანტი რუი-ოლივერას ფლანგზე ერთდროულად გამოყენებაც კი შეიძლება იყოს. მარჯვნივ მატეო პოლიტანოს უფრო ველით, ვიდრე ირვინ ლოსანოს. ისე კი, მექსიკელის არც ოსიმენის პოზიციაზე ხილვაა გამორიცხული.

"მილანს" ზლატან ობრაჰიმოვიჩი დააკლდება. შეხვედრას 38 წლის რუმინელი იშტვან კოვაჩი განსჯის, რომელიც ძალიან მკაცრი არბიტრია და გაფრთხილება-გაძევებებს არ ერიდება. მისი ბოლო საერთაშორისო მატჩი 17 მარტს, ევროპა ლიგაზე, "რეალ სოსიედადსა" და "რომას" შორის იყო, სადაც წითელი ბარათი გამოიყენა, სულ კი ბოლო 5 მატჩიდან სამში ფეხბურთელს მოედანი ვადაზე ადრე დაატოვებინა.

შეგახსენებთ დღეს გასამართ კიდევ ერთ მეოთხედფინალურ წყვილს - მადრიდის "რეალი" "ჩელსის" უმასპინძლებს.

altსპალეტი: ეს სეზონის კულმინაციაა - ოსიმენის გარეშეც მოგვიპოვებია გამარჯვებები

altტრადიციული "მილანი" თუ "ნაპოლი" - იტალიას დიდების დაბრუნების იმედი აქვს!..

მკითხველის კომენტარები / 17 /
დღევანდელი მდგომარეიბით,მილანი შესანიშნავ ფორმაშია,ნაპოლის კი ტრავმების და ფორმიდან ამოვარდნილი ფეხბურთელების სიმრავლის გამო,შედარებით ჩავარდნა აქვს.ნაპოლის შანსი,უაღრესად გუნდურ თამაშსა და იმ ფეხბურთელების მაქსიმალურად გამოყენებაშია,რომლებსაც თამაში წაუვათ.ერთი თამაშისათვის მაქსიმალურად მობილიზება,ნაპოლის ფეხბურთელებს,ნამდვილად შეუძლიათ,ხოლო როცა სრული ძალით და მობილიზებით თამაშობდნენ,კი ვნახეთ რომ ნებისმიერი მეტოქის წამოქცევა,მათთვის პრობლემა არ იყო.
სოსო
12 აპრილი 2023 18:13
1
ფრე მაინც უნდა წამოვიღოთ
თენგო
12 აპრილი 2023 18:00
0
დღეს ხვიჩას გულშემატკივრების გული უფრო ძლიერად ძგერს ვიდრე ოდესმე ყოფილა, იმედია სპალეტი ხვიჩაზე პასების შესრულებაზე იზრუნებს, და არა ისე როგორც მარიო რუი აკეთებს, ხვიჩაზე პასის ნაცვლად შეტევის ტემპს აგდებს და საერთოდაც მეკარეს უბრუნებს. ასეთი თამაში მილანთან არ გამოვა,ნაპოლის მხოლოდ სწრაფი თამაში ცენტრში, ყურადღებით დაცვაში საჯარიმოსთან და ხვიჩაზე პასები იხსნის
სვანსკი
12 აპრილი 2023 16:35
1
რთული სათქმელია ვინ გავა1/4 ფინალში. ვფიქრობ ნეაპოლში გადაწყდება ყველაფერი. დღეს არ იქნება ისეთი ანგარიში, რომ მეორე თამაშს აზრი არ ჰქონდეს
დავით 67
12 აპრილი 2023 16:23
1
წინ კვარა დღეს შენი დღეა. ამ საღამოს ბევრი "პროჟექტორი" არის შენზე მონათებული და თვალი არ უნდა მოგჭრას. ჩვენ ყველამ ვიცით ვინ არის ამ გუნდის "ტვინი" და ლიდერი ეს ყველაფერი კი მილიონობით აუდიტორიას უკვე ყველაზე უპრინციპულეს შეხვედრაში უნდა დაუმტკიცო, მე მჯერა შენი შესაძლებლობების ვიცი ძალიან მოტივირებულიც ხარ იმედია გუნდიც მხარს აგიბამს და მატჩის შემდეგ კიდევ ერთ დიდებულ მონაკვეთს გადაფურცლავს შენი საფეხბურთო კარიერა.
Charley
12 აპრილი 2023 15:36
1
წინ კვარა დღეს შენი დღეა. ამ საღამოს ბევრი "პროჟექტორი" არის შენზე მონათებული და თვალი არ უნდა მოგჭრას. ჩვენ ყველამ ვიცით ვინ არის ამ გუნდის "ტვინი" და ლიდერი ეს ყველაფერი კი მილიონობით აუდიტორიას უკვე ყველაზე უპრინციპულეს შეხვედრაში უნდა დაუმტკიცო, მე მჯერა შენი შესაძლებლობების ვიცი ძალიან მოტივირებულიც ხარ იმედია გუნდიც მხარს აგიბამს და მატჩის შემდეგ კიდევ ერთ დიდებულ მონაკვეთს გადაფურცლავს შენი საფეხბურთო კარიერა.
Charley
12 აპრილი 2023 15:05
1
მილანი ისეთ კარგ ფორმაშია ნაპოლისთან შედარებით და თან ოსიმენის გარეშე. მინიმალური ანგარიშითაც წაგება პირველ მატჩში მისაღებია,, ფრე ხომ საერთოდ მიღწევა იქნება
giorgi 3
12 აპრილი 2023 14:21
1
რა ფორმაშია მილანი ?? სასუოლოსთან მილანში 5 - 2 წაგო ... ბოლოს ემპოლისთან ფრე ითამაშა.. რა ფორმაშია ?? და სერია ა ში 20 ქულით ჩამორჩება ნაპოლის ,,, ამას თუ ფორმას ეძახით ამაზე უკეტეს ფორმაში არ მენახიოს არასდროს და სულ 20 ქულით ყოფილიყოს უკან .. ტქვენ კი იძახეთ მაგრ ფორმაში არისო
megreli
12 აპრილი 2023 19:42
0
ასეთი დაძაბულობა, როგორც ამ მატჩის წინ მაქვს, კარგა ხანია არ მქონია...
იღბალო
12 აპრილი 2023 13:16
2
მთავარი "მიგნება" და გამარჯვების დიდი შანსი ის იქნება, რომ ხვიჩაზე არგაკეთებული პასებიბგაარჩიოს სპალეტიმ და ამ თამაშში არც ერთხელ არავინ არ დაუგვიანოს პასი, ვახ. ასეთი დაკომპლექსებულები რანაორად არიან ნაპოლიში. გადაეცით სპალეტის ჩემგან :)
კაპიტან გარდენბურგი
12 აპრილი 2023 12:02
1
წარმატებები ხვიჩას და ნაპოლის!!!
გულშემატკივარი
12 აპრილი 2023 11:54
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული