"რეალმა" "ჩელსის" მოუგო და ცალი ფეხით ნახევარფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „რეალმა“ სახლში „ჩელსის“ 2:0 სძლია.

"სამეფო გუნდი" დიდ უპირატესობას ფლობდა, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს ჩატარდება.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 63 142 მაყურებელი
რეალი - ჩელსი 2:0
გოლები: 1:0 ბენზემა (21), 2:0 ასენსიო (74)
გაძევება: ჩილეული (59)

. ანჩელოტიმ ტურნირზე "რეალთან" ერთად 35 გამარჯვება მოიპოვა და საკლუბო რეკორდი დაამყარა.
. ასენსიო ჩემპიონთა ლიგაზე იმ ფეხბურთელებს შორის 9 გოლით რეკორდსმენია, რომლებიც შეცვლაზე შევიდნენ.
. "რეალმა" ტურნირზე ზედიზედ 31-ე საშინაო მატჩში
გაიტანა - ბოლოს 2011 წელს "ბარსელონას" ვერ გაუტანა.
. ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაზე 90-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ რონალდოს, მესის და ლევანდოვსკის ჩამორჩება.
. "ჩელსიმ" 1993 წლის შემდეგ პირველად ვერ მოახერხა ზედიზედ ოთხ მატჩში გოლის გატანა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
წელს მანჩესტერ სიტი ძალიან ბევრი პარამეტრებით ყველა გუნდზე მაღლა დგას და ეს გუშინ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდთანაც დადასტურდა! მე პირადად 100%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ გვარდიოლა ტუხელის (და ასევე ნაგელმანსის)ბაიერნს ყველა ასპექტში მოუგებდა, ისე რომ არა ზომერის თავგანწირული თამაში ყველაფერი მანჩესტერშივე დამთავრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი გულით კვარას და მისი ნაპოლის გამარჯვება მინდა, სამწუხაროდ წელს სიტი ლიგის მოგების უპირობო ფავორიტია, მითუმეტეს ახლა როცა ჰალანდი დაიმატეს, მათი დამარცხება ყველას ძალიან გაუჭირდება. დიახ, კარლო ანჩელოტი და მისი რეალი ძალიან სერიოზული და გამოცდილი გუნდია, მაგრამ მათ წელს სიტისთან არავითარი შანსი არ ააქვთ...
MARADONA
03:46 13-04-2023
16
ასეთი ავტობუსი ატლეტიკოსგანაც კი არ მქონდა ნანახი. ეს ლამპარდი ყოფილა ტაქტიკოსი
მურთო
03:01 13-04-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული