სპალეტიმ ნამატჩევს განაცხადა, რომ ანგისა გასაძევებელი არ იყო, ოსიმენი კი საპასუხო შეხვედრაში უეჭველად ითამაშებს

AutoSharing Option
სტუმრად "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში 0:1 დამარცხების შემდეგ Sky Sport-თან "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა.

ნეაპოლური გუნდის თავკაცი კმაყოფილი დარჩა თავისი შეგირდების თამაშით, ფაქტობრივად, შედეგითაც, რომელიც საბოლოო ჯამში გამარჯვების შანსს აძლევს; მსაჯის კრიტიკაზე უარი თქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ანგისა გასაძევებელი არ იყო, მის შეცვლას აპირებდა, მაგრამ ვერ მოასწრო, ფიქრობდა, ვინ შეეშვა მის ნაცვლად მოედანზე და ამას ორი წუთი დასჭირდა; კრუნიჩიც გასაფრთხილებელი იყო და ლეაოც, როდესაც კუთხურის ალამი ფეხით გატეხა; საერთოდ, კომენტარების გაკეთება უაზრობად მიაჩნია და ყველამ ყველაფერი დაინახა.

"ჩემი ბიჭები პროფესიონალიზმისთვის შევაქე. ისინი კაცნაკლულებიც კი უტევდნენ. თამაშისას ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებულები არიან. ელმასმა თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე, თავდამსხმელის კვალობაზე ნაკლები მომენტები შექმნა, თუმცა მეტოქეს მუდმივად დაძაბულობის ქვეშ ამყოფებდა. მეკარე მენიანს კარგ თამაშს ვულოცავ. ორი შეხვედრის ჯამში მიზნის მიღწევის დიდი იმედი გვაქვს. ნეაპოლში ანგისა და კიმი ვერ დაგვეხმარებიან. სეზონისას ნებისმიერი დანაკლისი მძიმე დარტყმაა, მაგრამ მათი შემცვლელები გვყავს", - თქვა სპალეტიმ.

მან დასძინა, რომ საპასუხო მატჩში ოსიმენი მონაწილეობას მიიღებს, ამაში 100%-ით დარწმუნებულია და  ამისათვის შაბათს "ვერონასთან" არ ათამაშებს.

altკაცნალული "ნაპოლი" მილანთან" მინიმალურად დამარცხდა - ყველაფერი "დიეგო მარადონაზე" გადაწყდება [VIDEO]

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "მილანთან" მატჩში

alt"ნაპოლი" კაცნაკლულია! - იტალიურმა გამოცემამ "პარტენოპეის" მოთამაშე გააკრიტიკა

altსპალეტი და ლეაო კვლავ კონფლიქტის ზღვარზე - რამ გააღიზიანა ტოსკანელი [PHOTO]

alt"მილანი" "ნაპოლისთან" დაწინაურდა [VIDEO]

altრა რეაქცია ჰქონდა ლუჩანო სპალეტის "კვარას" გამოუყენებელ მომენტზე

მკითხველის კომენტარები / 12 /
ამ დონის შეხვედრაში რომ რუმინეთის სუსტი ჩემპიონატიდან მოიწვევ მსაჯს, უკეთესს არც უნდა ელოდე. კვარაზე 100 % იანი ჯარიმა არ დადო, მობრუნდა აქეთ და იმ წამშივე 2 ნეაპოლელი გააფრთხილა, რასაც 2 წუთში ანგისას გაძევება მოჰყვა. ეს იყო მსაჯის უხეში შეცდომა.გეგონება დაილია კვალიფიციური მსაჯებიო, სად ნახეს ეს ტიპი.
თომა
11:39 13-04-2023
3
მსაჯი შეცდა. ნაპოლიმ უნდა უჩივლოს უეფას. ანგისამ ფეხი ბურთს მოარტყა. გასაძევებელი არ იყო.
ქ. გ.
05:03 13-04-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული