სტუმრად "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში 0:1 დამარცხების შემდეგ Sky Sport-თან "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა.
ნეაპოლური გუნდის თავკაცი კმაყოფილი დარჩა თავისი შეგირდების თამაშით, ფაქტობრივად, შედეგითაც, რომელიც საბოლოო ჯამში გამარჯვების შანსს აძლევს; მსაჯის კრიტიკაზე უარი თქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ანგისა გასაძევებელი არ იყო, მის შეცვლას აპირებდა, მაგრამ ვერ მოასწრო, ფიქრობდა, ვინ შეეშვა მის ნაცვლად მოედანზე და ამას ორი წუთი დასჭირდა; კრუნიჩიც გასაფრთხილებელი იყო და ლეაოც, როდესაც კუთხურის ალამი ფეხით გატეხა; საერთოდ, კომენტარების გაკეთება უაზრობად მიაჩნია და ყველამ ყველაფერი დაინახა.
მან დასძინა, რომ საპასუხო მატჩში ოსიმენი მონაწილეობას მიიღებს, ამაში 100%-ით დარწმუნებულია და ამისათვის შაბათს "ვერონასთან" არ ათამაშებს.
კაცნალული "ნაპოლი" მილანთან" მინიმალურად დამარცხდა - ყველაფერი "დიეგო მარადონაზე" გადაწყდება [VIDEO]
რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "მილანთან" მატჩში
"ნაპოლი" კაცნაკლულია! - იტალიურმა გამოცემამ "პარტენოპეის" მოთამაშე გააკრიტიკა
სპალეტი და ლეაო კვლავ კონფლიქტის ზღვარზე - რამ გააღიზიანა ტოსკანელი [PHOTO]
"მილანი" "ნაპოლისთან" დაწინაურდა [VIDEO]
რა რეაქცია ჰქონდა ლუჩანო სპალეტის "კვარას" გამოუყენებელ მომენტზე