"ნაპოლის" მარცხის მიზეზები - ხვიჩას ფაქტორი, სპალეტის უცნაურობები და პროფესიონალიზმის პრობლემები...

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩის წინ ერთბურთიანი (0:1) სხვაობა ბევრი არაფერია, თუმცა "ნაპოლიმ" კვლავ ვერ აღმოფხვრა გარკვეული პრობლემები, რომლებიც "მილანთან" ცოტა ხნის წინ ჩატარებულ მატჩში ჰქონდა. ეს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი ანგარიში (0:4) და თამაში გაცილებით მძიმე იყო.

პირველ რიგში, საინტერესო იყო, თუ რა შეიცვლებოდა ნახევარდაცვაში. სტანისლავ ლობოტკა და ზამბო ანგისა მოწინააღმდეგის შუა ხაზის მარწუხებიდან გათავისუფლებას ახლა გაცილებით უკეთ ახერხებდნენ და სპალეტის გუნდი ბურთს აკონტროლებდა, თუმცა გოლი ისევ ამ ზონის ჩავარდნისას გაუშვეს. თუკი ლეაოს რეიდისას გუნდი გადარჩა, ბრაჰიმ დიასს კვლავ
ვეღარაფერი მოუხერხეს, დაცვასა და შუა ხაზს შორის კი დიდი ნაპრალი წარმოიშვა. 

სპალეტიმ კვლავ თავისი ფეხბურთის დემონსტრირება სცადა, ამასობაში კი ისევ კონტრშეტევიდან გაუშვა. ნეაპოლური მატჩის სცენარიც დაახლოებით მსგავსი იქნება, იქ მასპინძლებს აუცილებლად გასატანი აქვთ. ამასობაში კი ვერ ვნახეთ ის, პიოლის გუნდი პოზიციურად როგორ უტევს და შემდეგ მათი დასჯა კონტრიერიშებით როგორ შეიძლება. მით უმეტეს, როცა ხვიჩა კვარაცხელიას სისწრაფის ბონუსი გაქვს.

Sportall.Ge

"ნაპოლის" დამრიგებელი ზოგჯერ საკუთარი თავის მტერი გვგონია. უკვე რამდენჯერ დავწეროთ, რომ სტანდარტულების შესრულებისას, როცა მათ შედეგი არ მოაქვთ, ცვლილებებია საჭირო. კვარაცხელიას კვლავ მხოლოდ ე.წ. გადმოვარდნილ ბურთებზე თამაში და ყველა კუთხურისა და ჯარიმის დროს მარიო რუის აუცილებლად იქ ყოფნა ხომ აშკარად მწვრთნელთან შეთანხმებით ხდება და ჯიუტად რატომ არ იცვლება? იყო ეპიზოდი, როცა "კვარამ" თავისივე დამსახურებით დანიშნული კუთხურის სწრაფად შესრულება სცადა, მაგრამ ამის "უფლება" არ მიეცა. ჩვენებურის თავმდაბლობა მოგვწონს, ეს კი ის ეპიზოდი იყო, როცა ალბათ "სისტემის წინააღმდეგ" წასვლა შეიძლება და გულშემატკივრები ამას სიხარულით მიიღებენ. ქართველი გარემარბი გუნდში პირველ სეზონს ატარებს, თუმცა მას ასე მონატრებულ სკუდეტოსთან მიახლოებაში დიდი როლი აქვს და გარკვეულ ეპიზოდებში იქნებ მეტიც უნდა მოითხოვოს, მათ შორის - პასებიც, მით უმეტეს, როცა თავად უკეთეს პოზიციაში მყოფი თანაგუნდელებს, ფაქტობრივად, სულ ამჩნევს.

Sportall.Ge

მატჩის პრევიუში ხაზი გავუსვით რუმინელი არბიტრის ხასიათსა და ბარათების "სიყვარულს". ვფიქრობთ, "ნაპოლის" თითოეულ ფეხბურთელს ამის შესახებ მეტი ინფორმაცია რომ ჰქონოდა, არაერთ პრობლემას აირიდებდნენ. ერთია ეგ, თუმცა მეორე ის, რომ მოთამაშეებს მატჩის განმავლობაში უნდა გაეაზრებინათ ის დამოკიდებულება, რაც მსაჯს ჰქონდა და ემოციების უაზროდ გამოვლენისგან შეეკავებინათ თავი, როგორც ეს კიმ მინ ჯეს შემთხვევაში ვნახეთ და სამხრეთკორეელი შემდეგ მატჩს გამოტოვებს. ზამბო ანგისაზეც იმავეს თქმა შეიძლება, თუმცა მას მოედანი მანამდე, მწვრთნელის გადაწყვეტილებით უნდა დაეტოვებინა. შეხვედრის დასაწყისში სიტყვიერი შენიშნვა კვარაცხელიამაც მიიღო და მან იცოდა, ნებისმიერი შემდეგი პროტესტი გაფრთხილების ფასად დაუჯდებოდა, ამიტომ მაქსიმალურად თავშეკავებული იყო. პროფესიონალიზმი სწორედ ესაა და სამართლიანი იყო თუ არა მთავარი არბიტრი, ეს სხვა საკითხია.

Sportall.Ge

ხვიჩას უკვე რამდენჯერმე შევეხეთ. მან შეგვაჩვია გოლებს და ახლა თითქოს უკმარისობის გრძნობა არ გვასვენებს. მისგან რამდენიმე ლამაზი ეპიზოდი ისევ ვიხილეთ, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ორი მეტოქის გარემოცვაში იყო. კაპიტან კალაბრიას მხოლოდ ერთი ფუნქცია ჰქონდა, მაქსიმალურად ახლოს ეთამაშა "კვარადონასთან" და მისთვის სივრცე არ მიეცა. მილანელებს მარცხნივ ტეო ერნანდესი ჰყავთ და შეუძლიათ შეტევის ძირითადი ნაწილი ამ ფლანგიდან ააწყონ, მარჯვენა მცველის ლამის ერთადერთი ფუნქცია კი "ნაპოლის" მთავარი კაცის ნეიტრალიზება იყო. ლუჩანო სპალეტის აქაც უცნაურად მოიქცა. მას "ცრუ ცხრიანით" არ უთამაშია. ასე რომ ყოფილიყო, ფეხბურთელებს პოზიციები უნდა შეეცვალათ და ყველაზე წინ ხან ხვიჩა უნდა აღმოჩენილიყო, ხანაც ირვინ ლოსანო. ჯაკომო რასპადორის შემოსვლამდე ფორვარდად მხოლოდ ელიფ ელმასი თამაშობდა. ჩრდილომაკედონიელი გაუთავებლად მოძრაობდა და რამდენჯერმე კარგი კომბინაციის მონაწილეც იყო, თუმცა მის რესურსებს მეტი ნამდვილად აღემატება. ელიფი ვიქტორ ოსიმენი ვერაფრით იქნება, რომელსაც შეუძლია, მისკენ გაშვებული ნებისმიერი ბურთი დაამუშაოს და გოლად აქციოს.

ელმასს ყველაზე სახიფათო ეპიზოდი მაშინ ჰქონდა, როცა კვარაცხელიას პასის შემდეგ თავით ურტყამდა. საწყის 20 წუთში მასიური იერიშების დროს სტუმრებს რომ გაეტანათ, სხვა თამაშს ვნახავდით და "შვიდიანის" გამოყენებაც მეტად მოხდებოდა. იტალიურ მედიაში წერენ, რომ მეორე წუთზე მომენტის ვერგამოყენების შემდეგ, "კვარა" თამაშის რიტმში ვერ ჩაჯდა, თუმცა ეს მაინც რადიკალური მოსაზრება გვგონია. ზოგადად, სწრაფი გოლი თამაშს ცვლის და ის ორივე გუნდზე მოქმეებს, ხოლო რაც შეეხება ხვიჩას, რა თქმა უნდა, იდელური მატჩი არ ჰქონია, თუმცა თავისი შანსები შექმნა და სხვებსაც შეაქმნევინა. მას მთელი მატჩის განმავლობაში თავისივე ფლანგიდან სათანადო დახმარება არ ჰქონია - რუი არც ზონებს ხსნიდა და როცა ქართველი ცენტრისკენ შედიოდა, ვერც მის გამოყენებას ახერხებდა. არადა, ქვემოთ შემოგთავაზებთ ილუსტრაციას, სადაც კარგად ჩანს, მილანელებს თავიანთ მარჯვენა ფლანგზე რამხელა კონცენტრაცია ჰქონდათ და ამის გამოყენება "კვარას" თანაგუნდელებს როგორ შეეძლოთ. 

77-ე ნომრისგან ყველა მატჩში ფინტების დემონსტრირებას და მოწინააღმდეგეთა აწიოკებას თუ ველით, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ეს რთული ამბავია. ჩვენებურს მოედნიდან გაყვანა გაუკვირდა და ცოტათი გაბრაზებული ჩანდა. ანგარიშის შენარჩუნება გასაგებია, თუმცა ბოლო წუთებში ხვიჩას სწრაფი იერიში იქნებ "ნაპოლის" მთავარი ხსნა ყოფილიყო. სხვა თუ არაფერი, ის მილანელებს მასიურ შეტევებზე ხელს ააღებინებდა.

Sportall.Ge

ვიქტორ ოსიმენი ბრუნდება. ნაპოლელებს ერთი პრობლემა მოაკლდათ, თუმცა ორი დაემატათ. კიმის დანაკლისი მართლაც სერიოზულია, მაგრამ ოდეგორსა თუ ჟეზუსს შეუძლიათ, კარგი შეხვედრა ჰქონდეთ. რაც შეეხება ანგისას შეცვლას, ნდომბელე საკმაოდ კარგად, აქტიურად შემოვიდა. ფორმის მიუხედავად, სპალეტი კამერუნელს როტაციაში მაინც არ ახვედრებს, ახლა კი მოუწევს. ლობოტკას გვერდით ზელინსკისა და ელმასის ერთდროულად გამოყენებაც შესაძლებელია. ოლივეირაც ენერგიული იყო და მას მარცხენა მცველად ველით. სტანდარტულების დროს შეტევაში სახიფათოდ ჩართვა გასაგებია, თუმცა კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოსაც ტეო-ლეაოს წინააღმდეგ მეტი მოეთხოვება... ლიგის საპასუხო მატჩამდე ჯერ "ვერონას" მასპინძლობის დროა.

altკაცნაკლული "ნაპოლი" "მილანთან" მინიმალურად დამარცხდა - ყველაფერი "დიეგო მარადონაზე" გადაწყდება [VIDEO]

altსპალეტიმ ნამატჩევს განაცხადა, რომ ანგისა გასაძევებელი არ იყო, ოსიმენი კი საპასუხო შეხვედრაში უეჭველად ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 42 /
ყველა ყველაფერს კარგად ხვდება, ხვიჩას თავმდაბლობა და მისი ადამიანურობა, ისევე როგორც პროფესიონალიზმი დასაფასებელია.
ხვიჩა,
გული არაფერზე გაიტეხო, უფრო მეტი მონდომებით ითამაშე და იცოდე, მზეს ხელებს ვერ მიაფარებენ, უთვალავ გამარჯვებას გისურვებ მთელი შენი ცხოვრების მანძილზე, შენ ამას იმსახურებ!
SOS!!!
14 აპრილი 2023 09:26
1
ძალიან მლიქვნელები ხართ და სკდებით მაამებლური სტატიების წერით. იმედია ქართველუ სპორტსმენები არ კითხულობენ როგორ ეტენებით
daviti
13 აპრილი 2023 23:47
25
მოუჭერ საწყალ კაცს?
ერი daviti-ს
17 აპრილი 2023 08:43
0
სპალეტი ან არასაკმარისად კომპეტენტურია ან გუნდს ვერ მართავს,უბრალოდ.როგორ შეიძლება კვარაცხელიას მონაცემების მქონე ფეხბურთელს მთელი ძალა და ენერგია მოწინააღმდეგე"კასტალომების" ფიზიკური წინააღმდეგობების დაძლევაში დაახარჯვინო?!როგორ შეიძლება კვარაცხელიასნაირი ფეხბურთელი ქანცის გაძრობამდე არბენინო თავისუფალი სივრცეების ძიებაში და მთელი მატჩის განმავლობაში ერთი ხეირიანი პასიც ვერ მისცე?!როგორ შეიძლება გუნდში კვარაცხელია გყავდეს და სტანდარტულებს ზელენსკი და მარიო_რუი ასრულებდეს?!როგორ შეიძლება მას შავი სამუშაოებით ტვირთავდე ,მაგივრად ,რომ მთელი გუნდი მასზე მუშობდეს და მისი პოტენციალის სრულად გამოყენებას ცდილობდეს [,უკუგება ხომ ათმაგი იქნებოდა}.,როგორ შეიძლება შინ,ძლიერ გუნდთან გამანადგურებელი ანგარიშით წაგების შემდეგ ,დროის მცირე მონაკვეთში იგივე გუნდთან გასვლაზე იგივე ტაქტიკით თამაშობდე {მითუმეტეს თუ მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებიც გაქვს },ეს ხომ ბეწვის ხიდზე სიარულს და ცეცხლთან თამაშს ნიშნავს?...არ ვიცი ,არ ვიცი -----სპალეტი ან არასაკმარისად კომპეტენტურია ან გუნდს ვერ მართვს ....
საჩინო
13 აპრილი 2023 22:46
4
ამბობენ მარიო რუი ფორმულაში იწყებს მუშაობას სანაიას ნაცვლადო და მართალია?
ჟიჟილა
13 აპრილი 2023 21:55
1
მთელი საქართველო მარიო რუის აგინებს,გამიხარდა რომ ,,გეეთრა,,
სვანსკი
19 აპრილი 2023 10:28
0
მწვრთნელს აქედან რა უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ანგისამ ძალიან მოუკლო, სუსტია პირდაპირ რომ ვთქვათ, ხოლო ვინ ჩაანაცვლებს და როგორ ეს მეორე საკითხია... ფაქტია, რომ ნახევრადცაში გაუჭირდა ნაპოლის ყველაზე მეტად, ისე როგორც საქართველოს ნაკრებს...
Zviads
13 აპრილი 2023 21:46
1
სპალეტი მწვრთნელი არაა. პროსტა პალასაზე ზის. ემე ჟაკემ საფრანგეთს მსოფლიო მოაგებინა მაგრამ თვითონ ნოლი იყო. ვიდაოთ ვისაც გინდათ
ჭორლეონე
13 აპრილი 2023 21:30
1
გეთანხმები.კარგი მწვრთნელი ხვიჩას ბევრ რამეში არ შეზღუდავდა.
კახა
14 აპრილი 2023 10:58
0
მარიო რუი რას წარმოადგენს ამისთანას, რომ ხვიჩას იგნორს უკეთებს, სპალეტის ადგილას მაგრად გავჯორავდი ამის გამო, ვერ ვიტან ამ პელენწუკა პოტუგალიელს
ფუჰ მაგისი
13 აპრილი 2023 20:30
3
თითქმის ყველა თამაშში ეგრეა.
ჭორლეონე
13 აპრილი 2023 21:27
1
ვინც წერთ, ხვიჩა ნაპოლიში ახალი მისული უფრო ეფექტური იყოო, ენას ძვალი არა აქვს? ადამიანმა სეზონის მეორე ნახევრის ბოლო ორი თვის საუკეთესო ფეხბურთელი ტიტულის ტიტული მოიპოვა. თქვენ სხვა თამაშებს ხომ არ უყურებთ?
Რაგბის ფანი
13 აპრილი 2023 20:18
3
არადა მარტივადაა ახსნილი - რუი ისე თუ იმოძრავებს, როგორაც ამას ტეო აკეთებს, ხვიჩას ირგვლივ სამი მეტოქე ვერ იქნება და თავისუფლება მიეცემა. ხვიჩა რომ შუაში შევიდა, ვერც ეგ გამოიყენა რუიმ და ადვოკატი არ სჭირდება
რატის
13 აპრილი 2023 19:38
4
ნაწერი გაიაზრე. სწორედ რუის (ძირითადად, თორემ არც სხვები აკლებენ) მიერ ხვიჩასთვის პასების არმიცემა და იგნორირება არის ძირითადი მიზეზი, თუ რატომ ვერ იყენებს კვარა თავის უნარებს. და კიდევ, საეჭვოდ მიჯაჭვული ჩანს მარცხენა ფლანგზე, რაც მწვრთნელის დავალებას ჰგავს. რუი და დანარჩენები ჯანდაბას, მაგრამ მწვრთნელი ამას ვერ ხედავს?! შეუძლებელია.
რატი
13 აპრილი 2023 22:35
1
ხომ მიიღეთ რაც გინდოდათ,ხვიჩა ოსიმენის გარეშე ვერაფერს აკეთებს.ქონდა მომენტები ,მაგრამ არის ისეთი რამე რასაც ვერ უშველიდა,ოსიმენის არ ყოფნაში 2დამცველი განთავისუფლდა და ხვიჩა ჩაკეტეს.მეორე ფლანგიც.
ბოლოს შეძახილმა ხე გაახმოო ანდაზა არის და მართლა იმოქმედა.
არ შეიძლება სულ სულ ხვიჩა ხვიჩა ვააა დაანებეთ თავი სტატიების წერას თავი ვაა.ერთი ფეხიც არ გადაადგმევიოთ ისე რომ სტატია არ დაიწეროს.რა წაიღეთ ტვინი ხვიჩა ხვიჩა.დაანებეთ თავი
აბდულაი
13 აპრილი 2023 19:21
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული