"მილანთან" საპასუხო მატჩისას სახლში წავალ" - სპალეტი გულშემატკივრებმა აღაშფოთეს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ფანები კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო საკუთარ გუნდს სათანადოდ არ უჭერდნენ მხარს. ამან მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი განარისხა.

"მე არ ვიცი, როგორი ატმოსფერო იქნება სტადიონზე საპასუხო მატჩისას, თუმცა თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რაოდენ იმედგაცრუებული ვიყავი, როდესაც "მილანთან" შეხვედრისას ასეთი სიტუაცია დავინახე. 33-წლიანი ლოდინის შემდეგ ჩემპიონატს ვიგებთ. რაც მნიშვნელოვანი თამაშისას ვიხილე, ამას ვერასოდეს ვერ გავიგებ. ეს მუდამ ჩემთან დარჩება.

თუ იგივე საპასუხო მატჩისას მოხდება, სათადარიგოთა სკამს დავტოვებ და სახლში წავალ, ვინაიდან ეს რაღაც აუხსნელია. ბიჭები მგრძნობიარენი არიან იმასთან
დაკავშირებით, რაც გარშემო ხდება. "მილანთან" სახლში აბსურდულ ვითარებაში ვთამაშობდით. ჩვენ მძევლად აგვიყვანეს", - ციტირებს სპალეტის Football Italia.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ზუსტად მაგას ვამბობ. გუკშემატკივარმა თუ გუნდს მხარი არ დაუჭირა, რაღას მოდის სტადიონზე? სახლში დაჯდეს ტელევიზორთან.
მიშა
20:31 13-04-2023
4
რაღაცა ხდება, ხალხო. ტიფოზები ტყუილად არ გალანძღავდნენ იმ მაფიოზს. გუნდშიც არეულობაა. რუის, ზელინსკისა და კომპანიას ხვიჩასი შურთ და გუნდი ზარალდება. სპალეტიმ ესენი უნდა დასვას სკამზე, სანამ ჭკუას არ ისწავლიან. შემცვლელები ჰყავთ.
გიორგი
23:15 13-04-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული