მათეუსს "ბაიერნის" "მანჩესტერ სიტისთან" ქამბექის იმედი აქვს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" სახლში 3:0 დაამარცხა "ბაიერნი". ლეგენდარულ ლოთარ მათეუსს სჯერა, რომ მის ყოფილ გუნდს შეუძლია სასწაული მოახდინოს და ნახევარფინალში გავიდეს.

"ხანდახან სასწაულები ხდება და რატომ არ უნდა მოხდეს ოთხშაბათს "ალიანც არენაზე"? თუ ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს და მწვრთნელს 0:3-ის შემდეგ ქამბექის სჯერათ, მაშინ მეც მჯერა.

როდესაც ვთამაშობდი, ასეთ სიტუაციაში ხშირად ვიყავი, მათ შორის, "ბაიერნის" წინააღმდეგ თამაშისას. "ინტერთან" ერთად მიუნხენში 2:0 მოვიგეთ, მილანში კი 1:3 დავმარცხდით და ტურნირს გამოვეთიშეთ.

რა თქმა უნდა, თომას ტუხელის გუნდისთვის ყველაფერი წარმატებულად უნდა
წარიმართოს: ზომერმა ყველა ბურთი უნდა დაიჭიროს, სხვებმა კი თვით "ცხრიანის" გარეშე ბევრი გოლი გაიტანონ.

ტუხელს შეუძლია გუნდზე გავლენა მოახდინოს, უპირველეს ყოვლისა, უშუალოდ ხშირი საუბრით. გასაგებია, მას არ შეუძლია სამ კვირაში ყველაფერი ავტომატიზმამდე მიიყვანოს, როგორც ეს გვარდიოლამ მრავალი წლის მანძილზე "სიტიში" გააკეთა. ამას გარდა, მანჩესტერელებს შეძლებისდაგვარად ცუდი დღე უნდა ჰქონდეთ.

ახლა ამის წარმოდგენა ძნელია, ვინაიდან პეპის გუნდი ფორმაშია. მათ ილქაი გიუნდოგანი, კევინ დე ბრუინი, ერლინ ჰოლანი და სხვები ჰყავთ.

ხომ მოახერხა ეს "ბარსელონამ" პსჟ-სთან და "ლივერპულმა" "მილანთან"? ასეთი მრავალი მაგალითია. ეს შეიძლება მაშინაც კი მოხდეს, როდესაც გუნდში მოედანსა და მის გარეთ ყველაფერი წესრიგშია და მარცხს არაფერი არ მოასწავებს", - წერს მათეუსი თავის სვეტში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ქათამი გვარდიოლასგან არაფერი გამიკვირდება ისე, როგორც ბარსა არასდროს იყო ლიგის მენტალიტეტის გუნდი, ისე არ არის გვარდიოლა ამ ჩემპიონატისთვის. ნუ სავარაუდოდ სიტი მაინც გაცდება ბაიერნს მაგრამ რეალი შუაზე გადახსნის ისევ
ასეა ეს
22:35 18-04-2023
0
მოკლედ გვარდიოლას ბარსა ისტორიაში საუკეთესო გუნდია მაგრამ მაგის მერე გვარდიოლა ვინ ჩემი ფეხებია ? ვინმემ უთხარით რო გენიალურობა სიმარტივეშია აი როგორც წინა სეზონში “უძლეველ” გვარდიოლას ანჩელოტომ რაც დამართა მიეცი ბენზემას პასი სისტემით დედა ხომ უტირა.. ეს გვარდი ყოველთვის ცდილობს რომ ყველაფერი იდეალურად იყოს და ზედმეტად ფიქრობს სრულყოფილებაზე მაგიტომ ვერასდროს მოიგებს ლიგას :) შეიძლება დამანგრეველი თამაშით ფინაკში გავიდეს და რამაც აქამდე მიიყვანა ის სულელურად შეცვალოს და ფინალი წააგოს აი ესეთი დებილია გვარდიოლა. ბაიერნს გადაუარა და წუწუნი დაიწყო 1-2 ფეხბურთელი კარგად ვერ გავანეიტრალეთო დებილია სუფთა დებილი
ეჰ გვარდი გვარდი
22:30 18-04-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული