2022/23 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, შესაძლოა, სტამბოლში აღარ გაიმართოს

AutoSharing Option
The Independent-ის ცნობით, უეფა, შესაძლოა, 2022/23 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მასპინძელი ქალაქის შეცვლაზე დაფიქრდეს.

როგორც იცით, წელს ევროპის ყველაზე ძლიერი გუნდი, წესითა და რიგით, სტამბოლში უნდა გამოვლინდეს, მაგრამ შესაძლოა, მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდეს.

14 მაისს თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები უნდა გაიმართოს და ექსპერტების მოსაზრებით, არსებობს არეულობის რისკი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ფინალის უსაფრთხოდ ჩატარებას.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 10 ივნისსაა ჩანიშნული.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩაატარეთ საქართველოში,კარგი ხალხიც აქ არის,კარგი ბუნებაც აქ არის,კარგი საჭმელებიც აქ არის,კარგი ღვინოც აქ არის,სხვა რაღაა საჭირო ზეიმისათვის???
ზაზა
12:40 21-04-2023
1
თურქეთში უკვეა დაძაბულიბა და თან მობეზრდათ ეგ კაცი უკვწ, ასე რომ დიდი ალბათობით წასვლა არ მოუნდება და იქნება არეულიბა, არც ერთ ავტოკრატს არ სურს თავისით წასვლა ისე
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული