2022/23 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, შესაძლოა, სტამბოლში აღარ გაიმართოს

AutoSharing Option
The Independent-ის ცნობით, უეფა, შესაძლოა, 2022/23 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მასპინძელი ქალაქის შეცვლაზე დაფიქრდეს.

როგორც იცით, წელს ევროპის ყველაზე ძლიერი გუნდი, წესითა და რიგით, სტამბოლში უნდა გამოვლინდეს, მაგრამ შესაძლოა, მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდეს.

14 მაისს თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები უნდა გაიმართოს და ექსპერტების მოსაზრებით, არსებობს არეულობის რისკი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ფინალის უსაფრთხოდ ჩატარებას.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 10 ივნისსაა ჩანიშნული.
მკითხველის კომენტარები / 4 /
თურქეთში უკვეა დაძაბულიბა და თან მობეზრდათ ეგ კაცი უკვწ, ასე რომ დიდი ალბათობით წასვლა არ მოუნდება და იქნება არეულიბა, არც ერთ ავტოკრატს არ სურს თავისით წასვლა ისე
4
უკვე იციან, რომ ერდოგანის გადაგდებას დაიწყებენ და ერდოგანი არ დანებდება, მაშასადამე იქნება ეს რისკები!
მწვრთნელი
11:44 20-04-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული