ორმატჩიან დუელში "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგაზე "მილანთან" განდილი მარცხის შემდეგ საუბარი არ წყდება, ერთი მხარე თვლის, რომ კვარაცხელიამ და ოსიმენმა ვერ ითამაშეს, მეორე მხარე კი - იცავს მათ.
Areanapoli აღნიშნულ მატჩზე საკუთარ აზრს აფიქსირებს.
"ისინი ბოლო წამამდე იბრძოდნენ, მიუხედავად გუნდის შეცდომებისა და გამოუყენებელი მომენტებისა, შეხედეთ "კვარასა" და ვიქტორის ემოციას ოლივიე ჟირუს გაფუჭებული მომენტის შემდეგ. ამ მომენტიდან ცოტა ხნის შემდეგ "პარტენოპეის" პენალტი არ დაუნიშნეს" - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ში მომდევნო შეხვედრას დღეს, 23 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე ტურინის "იუვენტუსთან" გამართავს.
ვიდეო: onlyfootball1926_