დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვევა. მოგეხსენებათ, "ინტერმა" "მილანი" "სან სიროზე" 2:0 დაამარცხა და განმეორებით მატჩს "ჯუზეპე მეაცაზე" დიდი უპირატესობით ხვდება. "ნერაძურის" შემადგენლობიდან გოლები ედინ ჯეკომ (6) და ჰენრიხ მხითარიანმა (11) გაიტანეს.
სავარაუდოდ, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას "როსონერის" პორტუგალიელი ლიდერი, რაფაელ ლეაო მიიღებს, რომელმაც პირველი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.
პლატფორმა Sofascore შემდეგ თერთმეტეულებს ასახელებს:
"ინტერი" - ანდრე ონანა, მატეო დარმიანი, ფრანჩესკო აკერბი, ალესანდრო ბასტონი, დენზელ დუმფრისი, ნიკოლო ბარელა, ჰაკან ჩალჰანოღლი, ჰენრიხ მხითარიანი, ფედერიკო დიმარკო, ლაუტარო მარტინესი
და ედინ ჯეკო.
"მილანი" - მაიკ მენიო, ტეო ერნანდესი, სიმონ კიაერი, ფიკაიო ტომორი, დავიდე კალაბრია, რადე კრუნიჩი, სანდრო ტონალი, რაფაელ ლეაო, ბრაჰიმ დიასი, ალექსის საელმაეკერსი და ოლივიე ჟირუ.
რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ შეხვედრას, "სანტიაგო ბერნაბეოზე" დაფიქსირებული 1:1-ის შემდეგ მადრიდის "რეალსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის უძლიერესის ვინაობა "ეტიჰად სტედიუმზე" ხვალ, 23:00 საათზე გაირკვევა.