დებიუტში მასპინძლებმა მეტოქეს შტურმი მოუწყვეს, ჰოლანის თავური მეკარე კურტუამ ორჯერ მოიგერია, შემდეგ კი ბელგიელი პირისპირ გასულ ბერნარდუ სილვასთან ვერაფერს გახდა. ერთი გუნდი თამაშობდა, მეორე ხელის შეშლას ცდილობდა, „სიტიმ“ დაწინაურების მერე ტემპი ოდნავ დააგდო, სტუმრებს შეტევების საშუალება მიეცათ და კროოსის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, ხოლო საპასუხო იერიშისას ბერნარდუ სილვამ დუბლი შეასრულა.
მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მანჩესტერელები პრაგმატულად ირჯებოდნენ, ფრთხილობდნენ, შანსს ელოდნენ, გიუნდოგანმა ქუსლური პასით ჰოლანი კურტუას ერთი-ერთზე შეჰყარა და ამჯერად ხარიხამ მადრიდელები იხსნა. ცოტა ხანში კი დე ბრუინის მიერ ჩაწოდებულ ბურთს მილიტაომ საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი, ბოლოს შეცვლაზე შესულმა ალვარესმაც გაიტანა, 4:0 და დღევანდელ დაპირისპირებაში უკეთესმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
10 ივნისს სტამბულში ჩასატარებელ ფინალში „მანჩესტერ სიტი“ „ინტერს“ შეხვდება - ეს გუნდები ამ ტურნირზე ერთმანეთს არასოდეს დაპირისპირებიან.
. დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე უეფამ თავის "ტვიტერზე" "რეალისა" და "ინტერის" ფინალი დაანონსა, თუმცა შემდეგ წაშალა.
. 0:4 2009 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებაა - მაშინ "ლივერპულმა" ასეთივე ანგარიშით მოუგო.
. გვარდიოლა მეოთხედ გავიდა ფინალში - ორჯერ მოგებული აქვს.
. ანჩელოტიმ გვარდიოლასთან ბოლო 8 მატჩიდან 6 დათმო.
. "სიტი" ბოლო 23 შეხვედრაში დაუმარცხებელია (19 მოგება და 4 ფრე) და 21 მაისს შეუძლია პრემიერლიგის გამარჯვებული გახდეს.
. ანჩელოტიმ ტურნირზე 191-ე შეხვედრა ჩაატარა და ფერგიუსონის რეკორდი დაამხო.
. დე ბრუინმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მეშვიდე საგოლე გადაცემა გააკეთა, ვინისიუსს გაასწრო და ამ მაჩვენებლით საუკეთესოა.მანჩესტერი. „ეტიჰადი“. 52 313 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - რეალი 4:0
გოლები: 1:0 ბერნარდუ სილვა (23), 2:0 ბერნარდუ სილვა (37), 3:0 მილიტაო (76, საკ. კარში), 4:0 ალვარესი (90+1)
ხვიჩა არის თამაშის გამკეთებელი ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფერის გაკეთება შეუძლია მოედანზე, სულ რო მოგიკვდეს მთელი გუნდი, რამე გასაღებს მაინც მოძებნის, პრობლემა ფინიშინგია და ძალების გადანაწილებაში თამაშის მანძილზე. ესე იყო დამოკიდებული ფეხბურთელზე და დაცვაში აპახავებდე სრული დატვირთვით, შეტევით ფაზაში მასზე მიწეპებული 2-3 კაცის პირობებში ვერ ახერხებდე თავისუფალი სივრცეების ათვისების, მარტო ლუზერ მწვრთნელებს შეუძლიათ ამის ვერმოხერხება. კიც იყო ამ სეზონამდე უსკუდეტოდ სპალეტი.
ხოლო ვინციუსი არის ტოპ კლასის ვინგერი, კონკრეტიზაციით, რაც ხვიჩას არ აქვს მაგის ვაღიაროთ. ისევე როგორც ლეაოს და ა.შ. ტოპ ვინგერებს.
დღევანდელი რეალის თამაში რომ ავიღოთ, ვინიციუსი აიღეს და ჩიბეჯი ჩაისვეს, ხოლო ხვიჩას მასე ვერასდროს უზამ, თუ უზამ 3 კაცი დაგჭირდება და თუ ამ უპირატესობას ვერ გამოიყენებ გუნდი, პაშოლ საერთოდ სახლებში :) (თუმცა მაგ 3 კაციც არ არის გარანტია, რომ გააჩერებ, მასეთ პირობებშიც 19 ჯერ შეიტანა ბურთი მილანის საჯარიმოში და 10 დრიბლინგი დადო)
თუ რომელი ჯობია გყავდეს გუნდში, ეს უნდა განსაზღვრო როგორც აპირებს შენი მწვრთნელი თამაშს, თუმცა ხელს არ შეუშლიან ერთმანეთს, პირიქით იდეალურად შეეწყობიან.
თუ ანჩელოტი დარჩა რეალში, დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე, 100 % ით ვარ დარწმუნებული, პერესს მოთხოვს კვარას წაყვანას და ჩემი აზრით ძალიან დიდი შანსია, იყიდოს რეალმა. აქ კიდე მას სამი კაცის დაყენებას ვერავინ გაურისკავს და ხვიჩა მთელ თავის შესაძლებლობებს საბოლოოდ ამოაფრქვევს ასეთი კალიბრის გუნდში.